"გთხოვთ, გადავარჩინოთ ხდის ხეობა" - მოხევეების მიმართვა პატრიარქს

"გთხოვთ, გადავარჩინოთ ხდის ხეობა" - მოხევეების მიმართვა პატრიარქს

ყაზბეგის მოსახლეობამ საქართველოს პატრიარქის სახელზე მიმართვა მოამზადა. მოხევეები ილია მეორეს სთხოვენ, ხდის ხეობაში ჰესი არ აშენდეს.

"მშენებლობები, რომლებიც ხევში მიმდინარეობს, ხდის ხეობაში კი იგეგმება, პრობლემებს შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ გავლენაზე, რომელიც ექნება უნიკალურ ფლორასა და ფაუნაზე. ამ მიზეზებით, გარემოს დაცვის სამინისტრომ მშენებელ კომპანიას უარი უთხრა ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე, მაგრამ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაჟინებით ითხოვს ხეობაში ჰესის აშენებას, რაც არ გამოვრიცხავთ, რომ მის პირად ინტერესებს უკავშირდებოდეს. ხდის ხეობაში ჰესის მშენებლობას უარყოფითად აფასებენ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები. მაგრამ ხელისუფლება ჩვენს მოსაზრებებს არ ითვალისწინებს. ერთადერთი თქვენი იმედი დაგვრჩა. გთხოვთ, გადავარჩინოთ ხდის ხეობა" - ნათქვამია მიმართვაში.

სრული ვერსია

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა