აფხაზეთის გავლით რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. თუმცა, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, დაჩქარებულად ამ პრობლემის გადაწყვეტა არ იქნება იოლი.
"პერსპექტივაში ეს რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება. დღეს და დაჩქარებულად ამ პრობლემის გადაწყვეტა არ იქნება იოლი, რადგან ბევრი კითხვები და ინტერესები არსებობს. ეს უკავშირდება კონფლიქტებს, ეს უკავშირდება ჩვენს დამოკიდებულებას და ურთიერთობებს რუსეთთან, ჩვენს ძმებ აფხაზებთანაც. ეს უნდა მოხდეს აუცილებლად და ეს მოხდება ყველა დაინტერესებული მხარის უფლებების დაცვით, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის უფლებების დაცვით. ეს არ არის მარტივი პროცესი, ამას სჭირდება განვითარება, სჭირდება დალაგება, რადგან ეს ძალიან გადაჯაჭვულია პოლიტიკასთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.