პრემიერ-მინისტრი მაგნიტსკის საქმეზე - "ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ"

პრემიერ-მინისტრი მაგნიტსკის საქმეზე - "ჩვენ არ გვაქვს უფლება, სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ"

"ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი დეპუტატები დაინტერესდნენ იმით, თუ რა პოზიცია აქვს ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებების დარღვევის გახმაურებულ ფაქტებზე, მათ შორის ტიმოშენკოს და მაგნიტსკის საქმეებთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, ადამიანის უფლებებს საქართველოშიც ტოტალურად არღვევდნენ, რის გამოც ქვეყანას სხვა სახელმწიფოების ამ კუთხით გაკრიტიკების უფლება არ აქვს.

"მე ვიცნობ მაგნიტსკის პრობლემას, ვიცნობ რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ უფრო კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში - ადამიანის უფლებები ტოტალურად ირღვეოდა. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, ამ მხრივ საქართველოში კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა, ამიტომ შევეცდები სხვა სახელმწიფოებს არ შევეხო - ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვა სახელმწიფოები ვაკრიტიკოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში იყო ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული პრობლემა, თუმცა, გარწმუნებთ, ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდება სამართლიანობის შეძლებისდაგვარად აღდგენა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დაემსგავსოს ძველ და ბებერ ევროპას. ჩვენ ყოველმხრივ შევეცდებით, რომ საქართველოს მიმართ ეს შეკითხვები აღარ დაისვას - ევროპა ჩემთვის პირველ რიგში, ესაა სწორედ ადამიანის უფლებები", - აღნიშნა პრემიერმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა