ფოტოგრაფის თვალით დანახული პრობლემა

ფოტოგრაფის თვალით დანახული პრობლემა

ანია გოგუაძე ახალგაზრდა ფოტოგრაფია. მას მკითხველი პროექტებიდან "მე ანია" და "ხელები მონაფერებიდან" იცნობს. როდესაც პროექტ "მე ანიაზე" მუშაობდა, უნდოდა, ამ გამოფენით ქვეყანაში პანდუსების პრობლემა მოგვარებულიყო, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, რომელთა ერთ-ერთი წარმომადგენელი თავადაცაა, დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება ჰქონოდათ. ფიქრობს, რომ მისი აქტიურობა ზღვაში წვეთია, მაგრამ იმის იმედიც აქვს, რომ მალე ეს ზღვა შეივსება და გადმოვა. ორი წელია, რაც ახალ პროექტზე აღარ უმუშავია. ფიქრობს, რომ ამის მიზეზი ნიუ-იორკში წასვლის აუსრულებელი ოცნებაა. შემოსავლების სამსახურში მუშაობის გარდა, ფოტოხელოვანს კიდევ ერთი ახალი საქმე აქვს - ანიას "მეცხრე არხზე" გადაცემა "ჩემიანი" მიჰყავს.

- ბავშვობაში აკვარელში ვხატავდი, მაგრამ შემდეგ, რაც სხვა სახლში მომიწია გადასვლამ, პატარა სივრცე იყო და მოლბერტს ვერ ვდგამდი. შემდეგ კომპიუტერი ვიყიდე და იქ გავაგრძელე ხატვა. მალე ჩემი კომპიუტერული ნახატების პატარა გამოფენაც გავაკეთე. რაც შეეხება ფოტოგრაფიით გატაცებას, ხშირად მომიყოლია, რომ ძალიან მიყვარს ნინო ქათამაძე და ახლოს ვიცნობ. 15 წლის ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ კლუბში კონცერტის შემდეგ ნინო სცენიდან ჩამოვიდა და ჩემს მაგიდასთან დაჯდა. მიუხედავად დაღლილობისა, მკითხა, ფოტოების გადაღება ხომ არ გიცდიაო. გამიკვირდა, ამაზე არასოდეს მიფიქრია. მითხრა, მეგობარი მყავს, ირინა აბჟანდაძე, კამერაც ვიშოვოთ და გადაღებას გასწავლისო. არასოდეს არაფერი დამიგეგმავს ცხოვრებაში, ისე ხდება, რომ ყველაფერი ბუნებრივად მოდის. პირველი ფოტო ნინოს ეზოში გადავიღე. ირინა დაიბარა და თავისი კამერა "ზენიტი" მათხოვა. მაშინ მე და ირინამ ნინოს ხელები გადავიღეთ. ირინამ მასწავლა ფოტოაპარატის დაყენება, კადრის გასწორება და მისი წასვლის შემდეგ ნინოს ვუთხარი, ფოტოგადაღებას რომ ვისწავლი, შემდეგ გამოფენას გავაკეთებ, სადაც მარტო ხელების სურათებს გამოვფენ-მეთქი. წლების შემდეგ მართლაც გავაკეთე გამოფენა "ხელები მონაფერები".

- საკუთარი ფოტოაპარატი როდის შეიძინეთ?

- თავიდან ნინოს ფოტოაპარატით ვიღებდი. სუსტი ხელები მაქვს და მძიმე კამერის ტარება არ შემიძლია. ამის გამო პროფესიონალურ კამერას ვერ ვყიდულობ და სამოყვარულოთი ვიღებ. ნინოს ფოტოაპარატის შემდეგ კიდევ ერთი ფოტოაპარატი მაჩუქეს, მერე კი "ფორუმელებმა" ახალი წლის ღამეს ძალიან კარგი აპარატი მისახსოვრეს. ფოტოაპარატი დღემდე სულ თან დამაქვს, მაგრამ ორი წელია, რაც სერიოზულ სერიაზე აღარ მიმუშავია.

- რამ გამოიწვია ეს პაუზა?

- ჩემი ერთ-ერთი პროექტის "მე ანიას" გაკეთების შემდეგ მოთხოვნილება გამიჩნდა, სივრცე შემეცვალა და ნიუ-იორკში წავსულიყავი. თავიდან ვფიქრობდი, რომ სასწავლებლად წავიდოდი, ინგლისურის სწავლა დავიწყე და ერთი წელი თავი არ ამიწევია. შემდეგ გაირკვა, რომ ძალიან ძვირი დაჯდებოდა სასწავლებლად წასვლა, რადგან დამხმარეც მჭირდებოდა. სწავლის სურვილი ორკვირიანი მოგზაურობისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! სურვილით შევცვალე. მინდოდა წავსულიყავი, ფოტოები გადამეღო და უკან დავბრუნებულიყავი. სამჯერ შევედი ამერიკის საელჩოში და სამჯერვე უარი მივიღე. ყველა საბუთი წესრიგში მქონდა, თან მუშაობა დავიწყე და სტაბილური შემოსავალიც მქონდა. წელს ტელევიზიაში მუშაობის დაწყების შემდეგ იმედი გამიჩნდა, ორი სამსახურის საბუთის წარდგენის შემდეგ მაინც დამიჯერებდნენ, რომ ამერიკაში არ დავრჩებოდი, მაგრამ მაინც უარი მივიღე. არ მინდა ვიფიქრო, რომ პაუზა ფოტოგრაფიაში ამიტომ გამომივიდა, მაგრამ ასეა. ამერიკაში მოგზაურობა ერთადერთია, რაც დავგეგმე და არ გამომივიდა.

- სხვა რომელიმე ქვეყანა თუ გინახავთ?

- არა, ყოველთვის მინდოდა, აპრილში პარიზი მენახა და შემოდგომაზე - ნიუ-იორკი.

- პროექტ "მე ანიაზე" ვისაუბროთ, რომელიც ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა თქვენს შემოქმედებაში.

- ამ იდეის განხორციელებაში "ჯეოსელი" დამეხმარა. არავის არ ვიცნობდი, დავწერე პროექტი და ინტერნეტით გავგზავნე. მინდოდა გადამეღო ლამაზი ქალბატონები, რომლებიც ეტლში ისხდებოდნენ და ისეთ პომპეზურ ადგილებში, რომ ეტლი სივრცეში დაკარგულიყო. ჩვიდმეტამდე ქალბატონი გადავიღე. ამ სერიაში მოხვდნენ ჩემი მეგობრებიც, რომლებიც მიმაჩნია, რომ ძალიან ლამაზები არიან. ცოტა დრო მქონდა, დილის ცხრიდან გარეთ ვიყავი და ზუსტად თვე-ნახევარში თბილისის ყველა სასტუმრო და კაფე მოვიარე, რომ ის ადგილები მეპოვა, სადაც ფოტოების გადაღებას შევძლებდი.

- რამდენად პრეტენზიულები იყვნენ ცნობილი სახეები გადაღებებისას?

- ზოგისთვის უჩვეულო იყო ეტლში ჩაჯდომა. თან ისე, რომ ეპოზიორათ. გლამურული ფოტოები გადავიღე. ფოტოების მთავარი დეტალია, რომ არც ერთ ქალს არ უდევს ფეხები ეტლის სპეციალურ ფეხის დასადებზე. ეტლი ისე უნდა მოერგოთ, როგორც სკამი. პრეტენზიულები არ ყოფილან. ფოტოები რომ გადავიღე, მაშინ არავინ მიცნობდა. ადვილად დავითანხმე, ვეუბნებოდი, რისთვის კეთდებოდა პროექტი.

- უარი არავის უთქვამს?

- კი, ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა სახემ მითხრა უარი და მიზეზად მოუცლელობა დაასახელა. ვფიქრობ, მას არ ეგონა, თუ პროექტი ასეთი მასშტაბური იქნებოდა. რამდენიმე მონაწილემ მოგვიანებით მითხრა, ვამაყობთ, საკუთარ პორტფოლიოში ამ სერიიდანაც რომ გვაქვს ფოტოო. მე ვფიქრობ, რომ იმ ცნობილი სახის შემთხვევაში ეს არ ყოფილა დროის უქონლობის ბრალი, რომელიმე ცნობილ ფოტოგრაფს რომ შეეთავაზებინა გადაღება, უარს არ იტყოდა.

- გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი ფოტოსესია დარჩა, შედეგი რა მოიტანა?

- ეს იყო წვეთი იმ ზღვაში, რომელიც მალე აივსება და მაშინ გადმოვა, როდესაც რატიფიცირებული გახდება გაეროს კონვენცია, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების დაცვას. ახლა მე არ მაქვს არანაირი უფლება და ვერ გავასაჩივრებ იმას, რომ ვერ შევდივარ ბანკში, რადგან იქ არის კიბე და არ აქვთ პანდუსი. ვიღაცები რომ ამბობენ, გზები დააგესო, იქ არავინ გაითვალისწინა პანდუსი, რომ ვიღაც კაფეში, რესტორანში, ტრანსპორტში მივიდეს. როდესაც ყვითელი ავტობუსები შემოვიდა, რატომღაც არავინ იფიქრა პანდუსზე, შედეგად მე, ჩვეულებრივი მოქალაქე, სამმაგს ვიხდი, რომ დანიშნულების ადგილას მივიდე, როდესაც შემიძლია, 80 თეთრი დავხარჯო. "მე ანიას" შემდეგ დაიწყო ამ თემაზე საუბარი. მუშაობის პროცესში ხალხი ხედავდა და ინტერესდებოდა, რატომ ვსვამდით მოდელებს ეტლში.

- საზოგადოებაც არ არის ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ.

- დიახ, ჰგონიათ, რომ რადგან ვერ დადიხარ, ვერ ხედავ, უნდა შეგიცოდონ, არადა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი შეიძლება უფრო რეალიზებული იყოს. რამდენი ადამიანი ვიცი, ვისაც ძალიან უნდა, გარეთ გამოვიდეს, იაროს. დიდი მნიშვნელობა აქვს ტელევიზიებსაც. არ შეიძლება ჟურნალისტებს ყოველ წუთს უმეორებდე, რომ უნარშეზღუდული კი არა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უნდა თქვას. ის, რომ თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს იღებ, შემდეგ პანაშვიდის მუსიკა არ უნდა დაადო კადრებს. ამაზე ხშირად გავბრაზებულვარ, ახლა შედარებით გამოსწორდა დამოკიდებულება, პატარა რომ ვიყავი, საშინელი სიტუაცია იყო. ქუჩაში სეირნობის დროს შეიძლება ვიღაცას დაეტირა ჩემთვის და სახე დაეხოკა.

- სამსახურზე გკითხავ...

- შემოსავლების სამსახურმა ვაკანსია გამოაცხადა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი უნდა დაესაქმებინათ. "სივი" გავგზავნე და მას შემდეგ იქ ვმუშაობ. მანამდე იყო რადიო. 13 წლის ვიყავი, პირველად რადიოში რომ მივედი. დიდი გადაცემა იყო "ზღაპრები", სადაც ჩემი რუბრიკა მქონდა. შემდეგ მუსიკალურ წამყვანად ვმუშაობდი, რაც ძალიან კარგად მახსენდება და დიდი სურვილი მაქვს, იქ კიდევ ვიმუშაო, უხელფასოდაც კი. "მეცხრე არხზე" შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ქეთინო დუმბაძისგან მივიღე. დამირეკა და მითხრა, თუ გინდა, გადაცემა გავაკეთოთო. თავიდან უარი ვუთხარი. დღემდე არ ვდებ "ფეისბუქის" კედელზე ჩანაწერებს და ბევრმა მეგობარმა არც იცის, რომ გადაცემა მიმყავს, რატომღაც მგონია, რომ არ გამომდის. ტელევიზია რომ ახალ შენობაში გადავა, გვინდა, გადაცემას უფრო მასშტაბური სახე მივცეთ. დროებით კაფეში იწერება. იშვიათად ვუყურებ გადაცემის ჩანაწერს, არ ვნერვიულობ, მაგრამ ჯერ კიდევ სწავლისა და ათვისების პროცესში ვარ. ჩემთან "ჩემიანში" სულ ჩემიანები მოდიან.

- როდის მოვა თქვენს ცხოვრებაში ის ეტაპი, როცა ჩათვლით, რომ ეს გადაცემა უფრო მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს, თუნდაც "ფეისბუქის" საშუალებით?

- ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ტელევიზორი ჩართო და დამინახა ლევან ბერძენიშვილთან ერთად. დამირეკა: - სად ხარ, ლევან ბერძენიშვილმა მიგიწვია გადაცემაშიო? - არა, მე მივიწვიე-მეთქი (იღიმება). საერთოდ, არ მიყვარს სოციალურ ქსელში საკუთარი თავის რეკლამა.

- დღეს რას აკეთ­ებთ იმისთვის, რომ საზოგადოება­მდე უფრო ახლოს მიიტანოთ შე­ზღუდული შესაძლებლობების მქო­ნე ადამიანების პრობლემები?

- მე არ მაქვს ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია, არადა ჩემზე უკეთ ვის ესმის ეს პრობლემა?! შემიძლია ფოტოები კი არ გადავიღო, წავიდე და გრანტი ავიღო. ჩემი პროექტები "მზიური", "მე ანია", ტელევიზიაში გამოჩენა ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურება. სხვაგან არსადაა ტელესივრცეში გადაცემა, სადაც წამყვანი ეტლში ზის და საუბარი მხოლოდ ამ თემას არ ეხება. რუსულ არხზე ვიცი ერთი გადაცემა, რომელის წამყვანიც ვერ დადის, მაგრამ სასაუბრო თემა მხოლოდ მსგავსი პრობლემებია. იმიტომ დავთანხმდი, რომ მაყურებელს რაც შეიძლება ხშირად ენახა, თუ ვერ დადიხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. თუმცა, როცა საშუალება მეძლევა, ამ პრობლემასაც აუცილებლად ვეხები.

- "მზიურის" ფესტივალი, რომელიც თქვენ დააა­რსეთ, რვა წლის ხდება.

- ძალიან მიყვ­არს ნოდარ დუმბაძე, მაგრამ როდესაც მეკითხებიან, რომელი მწერალი გიყვარსო, მასზე არ ვამბობ, რადგან ჩემიანია (იღიმება). ფესტივალის იდეა 2006 წელს "მზიურში" ყოფნისას დაიბადა და მომინდა, ერთი დღე მაინც ყოფილიყო ისეთი, როდესაც უამრავი ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მოვიდოდა და ლამაზად მოვრთავდით "მზიურს". ჩემს იდეას ფორუმზე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ყოველ წელს ბევრი მოხალისე გვყავს, რომლებიც ამ დღეს მთელი წელი ელოდებიან და გვეხმარებიან. პირველივე წელს მივხვდი, რომ ფესტივალი კიდევ უნდა გაგრძელებულიყო.

- ანია, თქვენ მაინც ახერხებთ თქვენი იდეების განხორციელებას. ალბათ გიფიქრიათ, სხვა ქვეყანაში, თუნდაც ამერიკაში რომ დაბადებულიყავით, უფრო მეტს გააკეთებდით?

- ალბათ იქ არ მომიწევდა სადმე წასვლის დროს იმაზე ფიქრი, სად უნდა გავაჩერო მანქანა. ბევრი რამ იქნებოდა უფრო ადვილი. არ ვიცი, ცენტრალ პარკში გავაკეთებდი "მზიურს"?.. იცით, რატომ მეჩქარება ამერიკაში წასვლა, ვიცი, რომ ერთი, ორი და აღარ ვარ... დრო ძალიან ცოტაა. ყოველთვის კარგ ხასიათზე კი არ ვარ, შარშან ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა. პირველად ვიყავი ცხოვრებაში დეპრესიაში. რომ მახსენდება, "მზიურის" ფესტივალის დაარსებიდან რვა წელი გავიდა და ჩემი დაქალების შვილები იქ გაიზარდნენ, როდესაც თოთო ბავშვებიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! მოვიდნენ, მიხარია. ცხოვრება იმდენად ხანმოკლეა, რომ სისულელეებზე ფიქრში არ უნდა გაიყვანო. მინიმალური რაღაცებით შეგიძლია კარგად იგრძნო თავი, უბრალოდ, ეს უნდა ისწავლო და გამოიმუშაო.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"