ჯორჯ ბუში - ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ვისწავლე

ჯორჯ ბუში - ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ვისწავლე

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პირველი პირი დალასში ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

"ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილიც ახსენა და აღნიშნა - მისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გვარის სწორად წარმოთქმა ისწავლა. საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენსაც შეხვდა. მათ ერთად ივახშმეს და ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობასა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე შეხვედრების ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა