სააკაშვილის ბიოგრაფიის უცნობი ფურცელი

სააკაშვილის ბიოგრაფიის უცნობი ფურცელი

"შეუძლებელია, დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც საქართველოს სინგაპურიზაციასა და მენტალურად ახალი ქართველის ჯიშის გამოსაყვანად კიდევ 15 წლით ხელისუფლებაში დარჩენას ითხოვდა, ახალი ქართული ეროვნული მოძრაობის დაწყებაზე ჰქონდეს პრეტენზია", - ასე ეხმიანება 19 აპრილის აქციაზე ნაციონალების განცხადებებს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, "ქარტია-91"-ის დამფუძნებელი თედო პაატაშვილი.

- ბატონო თედო, სად ხართ და რას საქმიანობთ?

- შინ ვარ და ველი უკეთეს დროს, როდესაც გეცოდინება, რომ თუ რამეს შექმნი, არ დაგინგრევენ, არ წაგართმევენ. ვფიქრობ, ეს დრო მოვიდა.

სხვათა შორის, 2008 წელს ნაციონალებმა შემომთავაზეს "ქარტიის" აღდგენა, ორი შუალედური დეპუტატის გაყვანა, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით. ბიზნესში ხელის შეშლას რაც შეეხება, მოგეხსენებათ, რომ ნგრევის დიდი კამპანიის დასაწყისში, ნაცები ერთ-ერთ პირველს მე დამეცნენ - 200 სპეცრაზმელი მოიყვანეს და მუშებს უროებით დაამტვრევინეს მეტრო "რუსთაველთან" არსებული მინის პავილიონი. "შუშის სახლში" ასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და 8-10 ათასი ლარი შეგვქონდა ყოველთვიურად ბიუჯეტში.

- საჩივარი უკვე შეიტანეთ პროკურატურაში? კონკრეტულად ვის უჩივით?

- ვუჩივი გიგი უგულავას. მინიმალური გამოთვლით, ზარალი 1 200 000 ლარია. ძლივს დავფარეთ ბანკის ვალები. იმედია, უახლოეს მომავალში სამართალს ვიპოვით.

- ბატონო თედო, მართლა თემურ ალასანიამ მოიყვანა "ქარტია-91"-ში ახალგაზრდა და პერსპექტიული მიხეილ სააკაშვილი და აქედან დაიწყო მისი პოლიტიკური კარიერა?

- არა, ცხონებულმა მერაბ ურიდიამ მოიყვანა პარტიაში 24 წლის სააკაშვილი. თემურ ალასანია ჩვენთვის დიდად მისაღები პროტეჟე ვერც იქნებოდა. ალბათ ესიმპათიურა მიშას ჩვენი პარტია და ამიტომაც აირჩია. ენერგიული ბიჭი კი იყო... 1992 წლის არჩევნებში მას თბილისში უნდოდა კანდიდატობა, მაგრამ ქართლში მოუწია კენჭისყრამ და წააგო.

- მის ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ "ქარტია 91"-ის წევრი იყო.

- რა არის დასამალი, მე უნდა ვმალავდე მის ყოფნას ჩემს პარტიაში და ის მალავს? ალბათ მოქკავშირის უმრავლესობის ლიდერი რომ გახდა, შევარდნაძისადმი ბოლომდე ოპოზიციური "ქარტიელობა" აღარ უხერხდებოდა.

- თავის დროზე იმასაც ამბობდნენ, რომ "ქარტია" კა-გე-ბეს პოლკოვნიკმა თემურ ალასანიამ შექმნა შევარდნაძის გუნდიდან.

- თემურ ალასანიას მე და მერაბ ურიდია ერთხელ შევხვდით 22 წლის წინ ვაშინგტონში და მეორედ - 4-5 წლის წინ მამამისის, გივი ალასანიას დასაფლავებაზე. სულ ეს იყო ჩვენი ურთიერთობა. "ქარტია 91" საქართველოში დაბრუნებული შევარდნაძის მუდმივ ოპოზიციაში გახლდათ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა