26 მაისის ღონისძიებებში ეკლესიაც მიიღებს მონაწილეობას

26 მაისის ღონისძიებებში ეკლესიაც მიიღებს მონაწილეობას

26 მაისის ღონისძიებებში საქართველოს ეკლესია მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ეს მონაწილეობა გამიჯნული იქნება სახელმწიფოსგან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ განუცხადა, რომელიც 26 მაისისთვის ღონისძიებებისადმი მიძღვნილი სამთავრობო კომისიის შეხვედრას ესწრებოდა.

"საქართველოს ეკლესია 26 მაისის ყველა ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამ დღისთვის დაგეგმილია სხვადასხვა საეკლესიო ღონისძიება, რამეთუ თავისუფლება არის ღვთიურ მონიჭებული ჯილდო და თვისება ადამიანებისა", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

მისივე თქმით, 26 მაისი არის კვირა, ღვთისმსახურების დღე, აქედან გამომდინარე საზეიმო მსახურებას აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

"ამ დღეს დაირეკება საზეიმო ზარები, საქართველოს ყველა საკათედრო ქალაქში გადახდილი იქნება სამადლობელი პარაკლისი", - განაცხადა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"