"საქართველოს ბანკმა" აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა?

"საქართველოს ბანკმა" აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა?

რუსულ ბლოგ-პლატფორმა livejournal.com-ზე lifeingeo-ს სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი ბანკომატისთვის გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს - ბანკომატის ეკრანზე ქვეყნების ჩამონათვალში იტალიის, შვედეთის, კვიპროსის, რუსეთისა და ესპანეთის გვერდით აფხაზეთი ცალკე ქვეყნად არის მითითებული. ფოტოს მიხედვით ბანკომატი "საქართველოს ბანკს" ეკუთვნის.

"ცოტა ხნის წინ ფულადი გზავნილი მივიღე და ბანკომატმა შემომთავაზა ამომერჩია ქვეყანა, საიდანაც ფული გამომიგზავნეს. გაკვირებული დავრჩი, როდესაც ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი აღმოვაჩინე. უკვე აფხაზეთიდანაც იგზავნება ფული საქართველოში?

შესაძლოა, ამ გაუგებრობაში დამნაშავე ფულადი გადარიცხვების სისტემა "ანელიკია", რომელიც სხვათა შორის სომხურია. ვფიქრობ, ასეთი კაზუსები არ უნდა ხდებოდეს.

ადრე ვიცოდი, ვისთვისაც უნდა მიმემართა შესაბამისი რეაგირებისთვის, ახლა კი დარწმუნებული არ ვარ", - წერს ბლოგერი.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?