ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

 ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოუტანა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩს დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში ერთი გაფრთხილებით სძლია.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილმა ბელგიელ იოაჰიმ ბოტიეაუს აჯობა, მანამდე კი ჩერნოგორიელ სრდან მრვალჯევიჩს, პორტუგალიელ ლუზ კარლოსსა და ესტონელ გიორგი ლადოგინს სძლია.

დღესვე, ვერცხლის მედლის მფლობელი ნუგზარ ტატალაშვილი გახდა. იგი ფინალში სლოვენიელ როკ დრაკშიჩთან დაძაბულ ბრძოლაში, იუკოთი დამარცხდა. ნახევარფინალში ტატალაშვილმა ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს იპონით მოუგო, მანამდე კი რუსეთის სახელით მოასპარეზე მურატ კოძოკოვს, ბელორუს ალექსეი რამანჩიკსა და სლოვენიელ ტადეი ცენს აჯობა.

ევროპის ჩემპიონატზე ზებედა რეხვიაშვილმა საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მან ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტს აჯობა, მანამდე კი სანუგეშო ტურნირში მუსა მოგუშკოვს მოუგო. რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფრანგ პიერ დუპრატთან დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯამში მეხუთე მედალი მოიპოვა. 25 აპრილს ოქროს მედლები ამირან პაპინაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა დაისაკუთრეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"