"თუ ასე გაგ­რძელ­და, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბად ვიქ­ცე­ვით"

"თუ ასე გაგ­რძელ­და, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბად ვიქ­ცე­ვით"

ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­რავ­ლდნენ ე.წ. მე­სა­მე სამ­ყა­რო­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ზო­გი სწავ­ლობს, ზო­გი კი - სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნას ცდი­ლობს. ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ არა­ლე­გა­ლე­ბის პრობ­ლე­მა რამ­დე­ნი­მე წელ­იწადში ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შეც მწვა­ვედ დად­გე­ბა.

ქვე­ყა­ნა­ში მიგ­რა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით შექ­მნილ არა­ერ­თგვა­რო­ვან სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ოთხ­მე­ზუ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა.

დღეს მიგ­რან­ტე­ბის პრობ­ლე­მა მთელ მსოფ­ლი­ო­ში მწვა­ვედ დგას, ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა და­სავ­ლე­თის არა­ერ­თმა ქვე­ყა­ნამ გა­ამ­კაც­რა: გერ­მა­ნი­ამ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა, საფ­რან­გეთ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­მაც უნ­და გა­დად­გას ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯი, მით უმე­ტეს, რომ ჩვენ მცი­რე­რიცხ­ო­ვა­ნი ერი და მცი­რე­მი­წი­ა­ნი ქვე­ყა­ნა ვართ. უცხ­ო­ე­ლე­ბის ასე­თი დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მოს­ვლა და დამ­კვიდ­რე­ბა ახ­ლო მო­მა­ვალ­ში იქამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, რომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში ეროვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბად ვიქ­ცე­ვით. ვფიქ­რობ, საკ­მა­ოდ მკაც­რი სა­ი­მიგ­რა­ციო კა­ნო­ნი უნ­და ავა­მოქ­მე­დოთ, ქარ­თუ­ლი მი­წე­ბის ხე­ლა­ღე­ბით გას­ხვი­სე­ბა, რა­მაც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მას­შტა­ბი მი­ი­ღო, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და დას­რულ­დეს... ვფიქ­რობ, უცხ­ო­ე­ლებ­სა და უცხ­ო­ურ კომ­პა­ნი­ებ­ზე მი­წის გა­ყიდ­ვა უნ­და აიკ­რძა­ლოს.

- თქვე­ნი აზ­რით, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ბო­ლო ­ხანს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიგ­რან­ტთა რიცხ­ვის ზრდა?

- მიგ­რა­ცი­ის გა­მომ­წვე­ვი არა­ერ­თი ფაქ­ტო­რი­ა, - პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, დღეს კი წამ­ყვან როლს ჭარ­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ას­რუ­ლებს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გე­ო­მეტ­რი­უ­ლი პროგ­რე­სი­ით იზ­რდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის რიცხ­ვი აღ­მო­სავ­ლე­თი აზი­ის ქვეყ­ნებ­ში: ჩი­ნეთ­ში, ინ­დო­ეთ­ში, პა­კის­ტან­ში. ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ცდი­ლო­ბენ თა­ვიანთი ტე­რი­ტო­რია რო­გორ­მე მო­სახ­ლე­ო­ბის­გან გან­ტვირ­თონ და ამი­სათ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც უცხ­ო­ეთ­ში გა­დაწყ­ვე­ტენ წას­ვლას, გარ­კვე­ულ დახ­მა­რე­ბა­საც კი გა­მო­ყო­ფენ.

- ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ტო­ლე­რან­ტო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი, არ მი­იჩ­ნევთ, რომ ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით კითხ­ვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გე­ბა ჩვე­ნი შემ­წყნა­რებ­ლო­ბა?

- ტო­ლე­რან­ტო­ბა ეროვ­ნუ­ლო­ბის, ეროვ­ნუ­ლი უსაფ­რთხო­ე­ბის ხარ­ჯზე და­უშ­ვე­ბე­ლი­ა. სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ო­ში ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი ქვე­ყა­ნაა - 100-ზე მე­ტი ერი­სა და ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცხოვ­რობს და მათ არა­ვინ ავიწ­რო­ებს. მიგ­რან­ტე­ბის შე­უზღ­უ­და­ვი შე­მოს­ვლა კი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ქარ­თველ თუ ეთ­ნი­კუ­რად არა­ქარ­თველ მო­სახ­ლე­ო­ბას ერ­თნა­ი­რად შე­უქ­მნის პრობ­ლე­მებს არ­ცთუ შო­რე­ულ მო­მა­ვალ­ში. მიგ­რან­ტთა პრობ­ლე­მამ გერ­მა­ნია და საფ­რან­გე­თი პო­ლი­ტი­კურ­-ე­კო­ნო­მი­კუ­რი დი­ლე­მის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა, ამი­ტომ სხვე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა თუ შეც­დო­მებ­ზეც ბევ­რი რამ უნ­და ვის­წავ­ლოთ. ასე რომ, ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვას, მიგ­რა­ცი­ის ტალ­ღის და­რე­გუ­ლი­რე­ბას ეთ­ნი­კურ შე­უწყ­ნა­რებ­ლო­ბას­თან არა­ფე­რი აქვს სა­ერ­თო!

ესაუბრა ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა