ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან ეს იერიში ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების საპასუხო იყო.
"ისრაელის შეირაღებული ძალები არ შეეგუება მცდელობას, მისი ქვეყნის მოქალაქეებს ზიანი მიადგეს", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპასუხო დარტყმები ისრაელმა ტერორისტულ ობიქტებს და იარაღის საწყობებს მიაყენა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.