თამარ ჩერგოლეიშვილი ანრი ჯოხაძეს აქილიკებს

თამარ ჩერგოლეიშვილი ანრი ჯოხაძეს აქილიკებს

ჟურნალ "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ანრი ჯოხაძეს და ნინი შერმადინს ინგლისური ენის უცოდინრობის გამო აქიკილებს. ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე youtube-ზე განთავსებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ბაქოში "ევროვიზია 2012"-ის გახსნისადმი მიძღვნილ წვეულებზე უცხოელი ჟურნალისტი ქართველ კონკურსანტებთან ინტერვიუს წერს. ვიდეოში ანრი ჯოხაძე, ინგლისურ ენაზე შეკითხვის მოსმენის შემდეგ, დასახმარებლად ნინი შერმადინს უხმობს. ჩერგოლეიშვილის თქმით, ასეთი სამარცხვინო ინგლისურით საუბრობს ქართული ტელევიზიების მრავალი წამყვანი სახე.

"ე ბიჭო, ძალიან ადვილი ენაა ინგლისური :)

ამას წინათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანს შევხვდით - მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ქალი, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, ზუსტად ასე საუბრობდნენ ქართული ტელევიზიების წამყვანი სახეები :(", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"ეს იაკობ ადაძეა - მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან, პანდემიამ სახლში გამოკეტა და როცა ცეკვა მოწყურდება, ასე მართავს რეპეტიციას"

ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილთან ერთად - რა ვიდეოს აქვეყნებს ბერა

"3 კვირაა პროთეზი გამიტყდა, თვალი მტკივა... ჰაერში ვართ გამოკიდებულები" - რას წერს მაკო გომური "ფეისბუქზე"