ქრთამის აღების ბრალდებით წყალთბილის რწმუნებული დააკავეს

 ქრთამის აღების ბრალდებით წყალთბილის რწმუნებული დააკავეს

წყალთბილის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული, პეტროს ვართანიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს. მას ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ვართანიანმა მოზარდი მსხვილფეხა პირუტყვის შეძენის შესახებ, ყალბი ცნობის დამზადების სანაცვლოდ, ქრთამი 600 ლარი აიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე მას შემდეგ გაიგეს, რაც პეტროს ვართანიანი დააკავეს.

სრული ვერსია

”სამხრეთის კარიბჭე”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ