რატომ იკლავენ მოზარდები თავს

რატომ იკლავენ მოზარდები თავს

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში 17 წლის მოზარდმა თორნიკე ცხოიძემ თავი ჩამოიხრჩო... სკოლაში მხოლოდ სამ გაკვეთილს დაესწრო, შემდეგ ჩანთა აიღო და ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, სკოლიდან წამოვიდა. შინ მისულმა კართან ფეხსაცმელები გაიხადა, მობილური ტელეფონი ქსელში შეაერთა, შემდეგ საწოლზე წამოწვა, რამდენიმე წუთში ადგა, ჭერის დირეზე კაპრონის წვრილი თოკი ჩამოაბა და...

ზუსტად ამ დროს თორნიკეს დედა იქვე, სახლთან, ბოსტანში საქმიანობდა. მას შვილის შინ დაბრუნება არ გაუგია, - როგორც ჩანს, თორნიკემ ჭიშკარი უხმაუროდ გააღო და სახლშიც ფეხაკრეფით შევიდა...

დედამ კართან შვილის ფეხსაცმელები რომ შენიშნა, თორნიკე მოსულაო, - ჩაილაპარაკა, ოთახის კარი შეაღო და... სოფელი ქვენობანი ამ ამბავმა დაამუნჯა, - ბიჭი ამას თუ ჩაიდენდა, არავის სჯეროდა... ათასგვარი ჭორი გავრცელდა: ერთი ვერსიით, ბიჭს გოგო ჰყვარებია უიმედოდ... იმასაც ამბობდნენ, რომ მამამისი გამუდმებით სვამდა და თორნიკე ამას განიცდიდაო. არის კიდევ ერთი ვერსია - ის გულჩათხრობილი ბიჭი ყოფილა. ბოლო დროს კლასელებისთვის უთქვამს, არ მინდა სკოლას რომ ვამთავრებ, თქვენ ყველანი წახვალთ, თქვენს გზას მოძებნით, მე კი აქ მარტო უნდა დავრჩეო... შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ საქმე  თვითმკვლელობის მუხლით აღძრა.

...თორნიკეს 25 წლის ძმა ჰყავს, რომელიც არცთუ მაღალხელფასიან სამუშაოზე მუშაობს, მაგრამ ოჯახსაც ეხმარება და უმცროს ძმასაც გამოსაშვები საღამოსთვის კოსტიუმის ყიდვასაც დაჰპირდა... თორნიკეს კოსტიუმი მაინც უყიდეს, მაგრამ მას სკოლის დამამთავრებელ საღამოზე ვეღარ ჩაიცვამს...

რატომ მომრავლდა ჩვენში ასეთი ტრაგედიები, რატომ იკლავენ მოზარდები თავს? ამის შესახებ ფსიქოლოგ მარინა ბალიაშვილს ვესაუბრეთ.

- უმეტესად თავს სულიერად სრულიად ჯანსაღი ადამიანები იკლავენ. ამას თავისი მიზეზი აქვს - ცხოვრების ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს იმედი, რომ დღეს თუ რაიმეს ვერ მიაღწია, ხვალ მიაღწევს...

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"