"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გიორგი ბარამიძეც იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გიორგი ბარამიძეც იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში თავისი კანდიდატურის დაყენებას ფიქრობს გიორგი ბარამიძეც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", "როუზ როსის" სემინარზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ჯერ მხოლოდ ფიქრობს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"მე ჩემს კოლეგებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან დღეს მოვახსენე, როგორ ვფქრობთ ჩავატაროთ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი ჩვენი პარტიის მხრიდან. ისიც ვუთხარი, რომ მე ვფიქრობ კანდიდატურის დაყენებას. ეს იქნება კარგი გზა, კარგი მეთოდი კანდიდატის გამოსავლენად", - განაცხადა ბარამიძემ.

მისი თქმით, პრაიმერის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელევიზიებით და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტითაც.

"ეს ძალიან საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის და კიდევ ერთი, ერთგვარად რევოლუციური ნაბიჯი ამ სფეროში", - დასძინა გიორგი ბარამიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა