სკანდალური კადრები ბოსტონიდან: რას არ ამხელს FBI?

სკანდალური კადრები ბოსტონიდან: რას არ ამხელს FBI?

"უმეტესობა, რასაც თქვენი ყური უსმენს, სიცრუეა, მაგრამ რასაც თქვენი თვალები ხედავენ, ჭეშმარიტება".

იმამი ალი

"პოლიციამ სროლა აგვიტეხა. ჩვენი დევნა გრძელდება. დედა, ძალიან მიყვარხარ".

ტამერლან ცარნაევის უკანასკნელი სიტყვები

"ეს არის ჩემი უკანასკნელი წერილი, სანამ პოლიცია დამაკავებს. მე ამას არასოდეს გავაკეთებდი, მახე დამიგეს. მამა, მაპატიე, ვწუხვარ, ასე რომ მოხდა".

ჯოჰარ ცარნაევი სოციალური ქსელები

"გემუდარები, ნუ აღმოჩნდები მუსლიმანი".

ლიბიელი სტუდენტის მიმართვა ბოსტონელ ტერორისტს

2002 წელს ამერიკაში გამოიცა ტომ ლონერგნის წიგნი "მწუხარების მთა" ("ბოსტონური მარათონის ტრილერი"). დეტექტივში 1996 წელს მემარჯვენე ექსტრემისტები ბოსტონის მარათონზე აფეთქებებს გეგმავენ...

11 წლის შემდეგ მოვლენები სწორედ ამ წიგნის მიხედვით განვითარდა...

2013 წლის 15 აპრილს ბოსტონი ტრადიციული მარათონისთვის ემზადებოდა (ბოსტონის მარათონი ერთ-ერთი უძველესი და პრესტიჟულია მარათონთა ისტორიაში, პირველად ის 1897 წელს, პატრიოტთა დღეს ჩატარდა. მას შემდეგ ყოველი აპრილის მეორე ორშაბათს მარათონულ გარბენში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. - ავტ.).

წელს მარათონი 2012 წლის დეკემბერში ნიუთაუნის სკოლაში მომხდარ მასობრივი მკვლელობის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნებოდა. გარბენში 23 ათასი კაცი მონაწილეობდა რამდენიმე ათეული ქვეყნიდან.

შუადღისას, როდესაც ბოილსტონ სტრიტზე ფინიში თითქმის ყველა მონაწილემ გადალახა, მოულოდნელად აფეთქების ხმა გაისმა. 20 წამის შემდეგ აფეთქება განმეორდა. დაიღუპა სამი (მათ შორის 8 წლის ბავშვი, რომელიც მამას ფინიშთან ყვავილებით ელოდებოდა) და დასახიჩრდა 140 კაცი.

"ფინიშამდე რამდენიმე მეტრიღა მაკლდა, როდესაც აფეთქების ხმა გავიგონე. დავინახე, როგორ გადმოყარა აფეთქების ტალღამ რამდენიმე ადამიანი. მოულოდნელად ჩემ წინ დაეცნენ ბავშვები, რომლებიც, ერთი შეხედვით, უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ. ფეხებთან ადამიანის სხეულის დამწვარი ნაწილებიც დაცვივდა. ნუთუ მეც ვიწვი? შეიძლება ვიწვი, მაგრამ ვერ ვგრძნობ. თუ ასეა, ნეტავ, ეს ძალიან მალე და უმტკივნეულოდ მოხდეს-მეთქი, - გავიფიქრე. თუმცა, სხვებთან შედარებით უფრო იღბლიანი აღმოვჩნდი - გადავრჩი.

ჩემს დაქალს შეყვარებული ელოდებოდა ფინიშთან, უნდოდა ყველას გასაგონად ხელი ეთხოვა, მაგრამ ფინიშთან მხოლოდ ჩემი მეგობრის სხეულის ნაფლეთები აღმოჩნდა.

მას დიდხანს ვარჩევდით ერთმანეთში აზელილ დახოცილებში. ირგვლივ დამწვარი ხორცის და სისხლის სუნი იდგა...”

27 წლის თვითმხილველის ნაამბობიდან

ამერიკელი სამართალდამცავები აცხადებდნენ, რომ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკაში 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ. მომხდარმა მთელ ამერიკას თავზარი დასცა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დიდ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, ქვეყნის მოსახლეობა თავს მაინც დაუცველად გრძნობდა. ამასობაში ბოსტონში პოლიციამ კიდევ რამდენიმე ბომბი აღმოაჩინა. ბოსტონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. 17 აპრილს ამერიკელმა სამართალდამცავებმა გაავრცელეს განცხადება ბოსტონის ტერაქტის ეჭვმიტანილების ვინაობის შესახებ. ისინი მაიკ მულიგეტი და სუნილ ტრიპატი აღმოჩნდნენ (ტრიპატი მარტიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ორიოდე დღის წინ მისი გვამი ერთ-ერთ მდინარეში იპოვეს. - ავტ.), თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს.

სანამ FBI ტერორისტებს ეძებდა, ბოსტონის მახლობლად, ქალაქ კემბრიჯში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან, ორმა ახალგაზრდამ პოლიციელს, რომელმაც ისინი საეჭვო პირებად მიიჩნია, სროლა აუტეხა. პოლიციელი დაიღუპა. სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე თვითნაკეთი ბომბის ნაწილები იპოვეს. მსგავსი ბომბები იყო გამოყენებული ბოსტონის ტერაქტისას. პოლიციამ მკვლელების ძებნა დაიწყო. მალე ცნობილი გახდა, რომ დამნაშავეებმა გაქურდეს მაღაზია და ერთ-ერთი მოქალაქის მანქანაც გაიტაცეს. პარალელურად FBI-მ გამოაქვეყნა სავარაუდო ტერორისტთა ფოტოები, რომლებიც ბოსტონში, აფეთქების ადგილზე შემთხვევით ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს. ისინი ჩეჩენი ძმები - ტამერლან და ჯოჰარ ცარნაევები აღმოჩნდნენ. პოლიციამ ტერორისტების დევნა დაიწყო. გატაცებულ ავტომანქანას სამართალდამცავებმა უორტერ ტაუნში მიაგნეს, თუმცა ცარნაევებმა მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს. ორმხრივი სროლისას დაიჭრა ტამერლან ცარნაევი. როგორც ოფიციალური წყაროები აცხადებდნენ, უმცროსმა ძმამ, ჯოჰარ ცარნაევმა, რომელმაც ბოლო წუთებში პოლიციის ალყის გარღვევა სცადა, დაჭრილ ძმას გადაუარა და თვალს მიეფარა. უფროსი ცარნაევი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა