მიტოვებული მიწისქვეშეთი - როდის დასრულდება მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა?

მიტოვებული მიწისქვეშეთი - როდის დასრულდება მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა?

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხა­ზის მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობა ჯერ კიდევ 1986 წელს დაიწყო და 1995 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა გაურკვეველი ვადით დაკონსერვდა... აღსანიშნავია, რომ 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კამპანიისას გიგი უგულავა თბილისელებს საზეიმოდ ჰპირდებოდა: რკინიგზის ქალაქგარეთ გატანის პროექტთან ერთად დედაქალაქში ამოქმედდება ახალი მეტროსადგური "უნივერსიტეტიო". მოგვიანებით მეტროსადგურს სახელი შეუცვალეს და "სახელმწიფო უნივერსიტეტი" უწოდეს, მაგრამ ვერც ორმა სათაურმა დააყენა მშენებლობის ეპოპეას საშველი...

თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ "მეტროსადგური ამჟამად მშენებლობის პროცესშია". თბილ­ისის მერიის პრესსამსახურში ჩვენს კით­ხვაზე: იგეგმება თუ არა მეტროსადგურ "სახელმწიფო უნივერსიტეტის" სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება? თუ იგეგმება, როდის დაიწყება სამუშაოები? "გვიპასუხეს: პროექტი მიმდინარეობს და დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს. ამ საკითხზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ გვითხრა: "სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამ მშენებლობის ახალი პროექტი შეიმუშავა, მას უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა, რასაც თვე-ნახევარი დასჭირდება, რადგან ეს საკმაოდ საფრთხის შემცველი მშენებლობაა, გვირაბში ახლა წყალი ჩამოდის, არაერთი სამუშაოა ჩასატარებელი. მეტროსადგურის მშენებლობას დააფინანსებს აზიის განვითარების ბანკი, დაახლოებით 45 მილიონ დოლარს გამოყოფს; ჯერ გამოცხადდება­ ტენდერი, გამარჯვებულის გამოვლენას 3 თვე დასჭირდება; ჩვენ ყველა პროცედურა, წესები უნდა დავიცვათ, რათა აზიის განვითარების ბანკმა საჭირო თანხა გამოყოს". ვნახოთ, რა იქნება მომავალში. მანამდე კი, "ყველა სიახლე" ფოტომასალას გთავაზობთ, რომელიც თბილისის "მიტოვებულ მიწისქვეშეთში" ერთ-ერთმა უკრაინელმა ექსტრემალმა გადაიღო.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"