"ლაბორატორია 1918"-ის წევრებიდან, რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე დააკავეს, უმეტესობა გათავისუფლებულია და პოლიციაში ამჟამად მხოლოდ 4 მათგანი რჩება.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შსს-დან იუწყება, სტუდენტური გაერთიანების გათავისუფლებული წევრები კახეთის გზატკეცილზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფებიან და დღეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ხელწერილით არიან გათავისუფლებული. მომხდართან დაკავშირებით შსს-ში ცოტა ხანში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.
ასევე იხილეთ:
სამართალდამცველებმა "ლაბორატორია 1918"-ის წევრები დააკავეს
რას ყვებიან თვითმხილველები "ლაბორატორია 1918"-ის აქციაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ
"ვშრომობთ ვირები, ჭამენ ბრიგადირები" - სტუდენტებმა აქცია გამართეს