ბათუმს "მურმანსკი" დაერქმევა?

ბათუმს "მურმანსკი" დაერქმევა?

ბოლო წლებში ბათუმი თუ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდებოდა, ხოლო უფრო ადრე, ასლან აბაშიძესთან, დღეს ბათუმის გაგონებაზე ყველას მურმან დუმბაძე ახსენდება თავისი წინასაარჩევნო კამპანიით, ხელის გახმობის მუქარითა და ნეპოტიზმით.

ბათუმელები საგონებელში ჩავარდნენ, რა გააკეთონ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის "საამებლად", თუმცა, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა ვახტანგ კახიძემ მათ კოვზი ნაცარში ჩაუგდო.

"ბათუმის საკრებულოში შევდივარ ინიციატით, ბათუმს ან "მურმანსკი", ან "მურმან ყრუ" დაარქვან... რატომ?... ბავშვმაც კი იცის, რომ მურმან დუმბაძის გარეშე აჭარაში კადრი არ ინიშნება. რადგან მერია, გამგეობები და სხვა უწყებები კომპლექტდება მურმან დუმბაძის პროტექციით, რომ არ ვატკინოთ გული, დავუკმაყოფილოთ ამბიციები და სრულ შესაბამისობაში მოვიყვანოთ არსებული რეალობა, ბათუმს დავარქვათ ან "მურმან ყრუ" ან "მურმანსკი", - განმარტა ვახტანგ კახიძემ.

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის დეტალური განმარტება კი ასეთია: "ვისაც არ უნდა არსებული რეალობის დანახვა და არ ესმის ვითარების არსი, "მურმან ყრუ" მათთვის ზედგამოჭრილია. თუმცა მაინც, "მურმანსკი" იყოს, აჭარა მურმანსკელებით დაკომპლექტდა და უფრო შეესაბამება".

ვახტანგ კახიძის ბრიფინგი დასრულებული არ იყო, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჩავლეიშვილს რეკომენდაციით მიმართა: "ბათუმის საზოგადოების მოთხოვნით, გთხოვთ, განიხილოთ და დაამტკიცოთ ბათუმის სახელწოდება, რომელიც უნდა შეიცვალოს და მას დაერქვას "მურმანსკი" ბათუმის მაჟორიტარის და ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის პატივსაცემად".

ნინო ხოზრევანიძე

სპეციალურად ”ამბები.გე”-სთვის ბათუმიდან

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"