გურიაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

გურიაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

გურიაში, კერძოდ ოზურგეთში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს, ინციდენტის შედეგად დაჭრილია ორი მცხოვრები - გელა კობალაძე და რევაზ მახარაძე.

თავდასხმა გამთენიისას მოხდა, როდესაც კობალაძე და მახარაძე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

ადგილობრივების ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილია ადგილობრივი მკვიდრი, გვარად მალაზონია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.

არსებული ინფორმაციით, მალაზონიას და მახარაძეს პირადი კონფლიქტი ჰქონდათ და ადგილობრივები თავდასხმას ამას უკავშირებენ.

რაც შეეხება დაჭრილებს, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გელა კობალაძე ხელშია დაჭრილი, ხოლო რევაზ - მახარაძე ფეხში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დაჭრილ მახარაძეს, პატიმრობიდან ახალი გათავისუფლებულია, იგი რამდენჯერმეა ნარკოტიკულ დანაშაულზე ნასამართლევი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ