ღუდუშაურის კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში წითელას ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობენ

ღუდუშაურის კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში წითელას ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობენ

ოთარ ღუდუშაურის სახელობის კლინიკის სამშობიარო ნაწილის მელოგინეთა განყოფილებაში წითელას ეპიდემიის საფრთხეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, მელოგინეთა განყოფილებაში წითელათი ინფიცირებული ფეხმძიმეები მიჰყავთ, შესაბამისად, განყოფილება წითელათი დაინფიცირებული პაციენტებით გადატვირთულია და მედპერსონალიც აღნიშნული ვირუსით დაავადდა.

"წითელათი დაავადებულები აქ შემოჰყავთ. მესმის, რომ სხვაგან ვერ ამშობიარებენ ამ ქალებს, მაგრამ შეიძლება ჩვენც დაგვემართოს და სხვა პაციენტებსაც გადავდოთ წითელა. წითელა უკვე აქვთ ექიმებს და ბებია ქალს. მედპერსონალი დაცულები არ არიან ამ ვირუსისგან. მელოგინეთა განყოფილებაში ეპიდემიაა ფაქტობრივად. ან უნდა დროებით დაიხუროს ეს განყოფილება, ან რაიმე ღონისძიებები ჩატარდეს სანიტარული თვალსაზრისით", - განაცხადა ინფორმირებულმა წყარომ.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალს წითელას საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა, თუმცა ვაქცინაცია იმ კონტიგენტმა გაიკეთა, რომელიც სამსახურში იმყოფებოდა, ხოლო სხვა ცვლის სამედიცინო პერსონალს ვაქცინაცია არ ჩატარებია.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"