გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს "როზა ლუქსემბურგის ოცნებას" უწოდებს

გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს "როზა ლუქსემბურგის ოცნებას" უწოდებს

ვიცე პრემიერი გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს "როზა ლუქსემბურგის ოცნებად" აფასებს. როგორც მარგველაშვილმა "ჯიპას" სტუდენტებთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება".

"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ისინი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"