თბილისში 150 ბაიკერი დააჯარიმეს

თბილისში 150 ბაიკერი დააჯარიმეს

თბილისში ბაიკერების მასშტაბური დაჯარიმება მოხდა. საპატრულო პოლიციამ ათობით მოტოციკლი საჯარიმოზე რამდენიმე დღის წინ გადაიყვანა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბაიკერებმა განუცხადეს, ერთ საღამოს, თბილისის მთელი მასშტაბით, მოტოციკლები გააჩერეს და სხვადასხვა მიზეზებით დააჯარიმეს. რამდენიმე ბაიკერს მართვის უფლებაც ჩამოერთვა.

ბაიკერი ირაკლი ღივრაძე აცხადებს, რომ მას მართვის უფლების ჩამორთმევის მიზეზად პატრულის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობა დაუსახელეს, თუმცა მან მოტოციკლეტი პატრულის მოწოდებისთანავე გააჩერა. მისი თქმით, ჯამში დაჯარიმებულია 150 ბაიკერი და საჯარიმოზე 70 მოტოციკლეტია გადაყვანილი.

ბაიკერი აცხადებს, რომ პოლიციელების მხრიდან დაჯარიმების ძირითად მიზეზად სატრანსპორტო საშუალების უსიამოვნო ხმა, ნომრის დაფარვა და უვარგისი საბურავები დასახელდა.

"საჯარიმო თანხად 500 ლარი განისაზღვრა. პირადად მე პატრულმა მითხრა, რომ ბრძანება მაქვს და მართვის უფლება რომ არ ჩამოგართვა, არ შემიძლიაო. მასშტაბური დაჯარიმებები საღამოს 22:00 საათზე მოხდა", - განაცხადა ირაკლი ღივრაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ