რატომ გადააგდო უიმედოდ შეყვარებულმა ვანომ გვანცა ადამია უნივერსიტეტის მე-3 სართულიდან?

რატომ გადააგდო უიმედოდ შეყვარებულმა ვანომ გვანცა ადამია უნივერსიტეტის მე-3 სართულიდან?

გასულ კვირას სტუდენტი გოგონას, გვანცა ადამიას ამბავმა სრულიად საქართველო ააფორიაქა. უიმედოდ შეყვარებულმა ვანო ღონღაძემ თანაკურსელი გვანცა ადამია ხელში აიტაცა, 3-4-წამიანი შეყოვნების შემდეგ კი მესამე სართულიდან გადააგდო, მერე გოგონას ჩანთას დასწვდა და ძირს დანარცხებულს ისიც ზედ მიაყოლა(!) (ეს ყველაფერი უნივერსიტეტში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა). გვანცა სასწაულებრივად გადარჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ვანო ღონღაძე კი უნივერსიტეტის დაცვამ დააკავა და შსს-ს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ჩააბარა.

"ბიჭს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, თვალში საცემი იყო ის, რომ სახეზე არაადეკვატური ღიმილი დასთამაშებდა" - უთხრეს "კვირის პალიტრას". გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს და ღონღაძეს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

როგორც რეანიმაციულ განყოფილებაში გვითხრეს, გვანცა ადამიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საიმედოა. "კვირის პალიტრას" კი გვანცას დედა, შორენა თვალთვაძე ესაუბრა.

- როცა ვფიქრობ, რა მდგომარეობაშია ჩემი ერთადერთი შვილი, ლამის გავგიჟდე. გვანცას ფილტვები დაუზიანდა და ახლა მართვით სუნთქვაზეა, ნეკნები და მენჯის ძვლები ჩამტვრეული აქვს, ღვიძლი - გახეთქილი (ამის გამო ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა). ახლაც ვერ ვხვდები, როგორ გადარჩა. ისიც დიდი გამართლებაა, რომ თავი არ დაარტყა ქვის იატაკს და ხერხემალი არ გადაუტყდა. ეს ნამდვილი სასწაულია. ღმერთმა არ გაგვწირა და ისევ მისი შემწეობის იმედი გვაქვს.

- მედპერსონალის თქმით, გვანცას შენარჩუნებული აქვს ცნობიერება, კონტაქტურია.

- კი, ყველას გვცნობს. ძირითადად, ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ არის, რომ ტკივილი დაუყუჩდეს, მაგრამ გამოფხიზლებისთანავე ტირის. მართვით სუნთქვაზე მყოფს აპარატი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევს, არც ჩვენ ვეკითხებით არაფერს.

გვანცა ძალიან წყნარი გოგოა. სენაკში დაამთავრა სკოლა ოქროს მედალზე, ხოლო სამუსიკო სკოლა - ფრიადებზე, უკრავს ფორტეპიანოზე და მღერის. "საქართველოს ვარსკვლავშიც" მონაწილეობდა. ის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ვანო მისი თანაკურსელია. თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ვანო საოცრად ნიჭიერი ბიჭია. მასაც ოქროს მედალზე აქვს სკოლა დამთავრებული. ერთმანეთს წიგნებსა და კონსპექტებს უცვლიდნენ და ამით დაახლოვდნენ. შემდეგ ვანოს გვანცა შეუყვარდა, ჩემს შვილს კი არასდროს ჰყვარებია. გვანცა ყველაფერს მიყვებოდა. ამბობდა, ძალიან მაღიზიანებს ამ ბიჭის დევნა და ყურადღებაო. მახსოვს, 19 აპრილს დაურეკა ვანომ და გვანცა ეჩხუბა, უთხრა, თავი დამანებე, ნუ დამდევ და ჩემი სახელი არ ახსენოო.

ძალიან შეწუხებული იყო, რომ ვერ იშორებდა. მითხრა, სახლიდან გავალ თუ არა, იქვე მხვდება, სადმე მივდივარ და უკან მომყვება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღედაღამ მითვალთვალებს. ბოლო დროს კი მისი თვალები არ მომწონს, რაღაცნაირი მზერა აქვს, მეშინიაო.

ჯერ ვიფიქრე, ნათესავ ბიჭებს ვეტყვი და იქნებ დაელაპარაკონ ვანოს-მეთქი. მერე შევშინდი, უფრო არ გაღიზიანებულიყო და გვანცასთვის რამე არ დაეშავებინა. მაგრამ ამას ვანოსგან ვერც კი წარმოვიდგენდი. უფრო მოტაცებაზე ან რამე ასეთზე ვფიქრობდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"