თეა წულუკიანი - მომხრე ვიქნებოდი, მშობლებისთვის სქესის წინასწარ შეტყობა აიკრძალოს

თეა წულუკიანი - მომხრე ვიქნებოდი, მშობლებისთვის სქესის წინასწარ შეტყობა აიკრძალოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მშობლებისთვის ბავშვის სქესის წინასწარი შეტყობინების აკრძალვას დასაშვებად მიიჩნევს. რაც შეეხება აბორტის აკრძალვას, წულუკიანი შიშობს, რომ ასეთ შემთხვევაში პროცესი სარდაფებსა და სხვა ანტისანიტარულ ადგილებში გადაინაცვლებს. როგორც მინისტრმა "ტელეიმედს" განუცხადა, ის, როგორც საერო პირი, აბორტის აკრძალვას მხარს ვერ დაუჭერს.

"როდესაც უწმინდესმა აბორტების აკრძალვაზე ბრძანა, მან საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. არ მგონია, რომ აბორტის კანონმდებლობით აკრძალვა, ქვეყნის დემოგრაფიულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ვშიშობ, რომ აბორტის აკრძალვის შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ახალგაზრდა ქალები, ახალგაზრდა გოგონები მაინც გაიკეთებენ, იქნება ეს სარდაფები თუ სხვა ანტისანიტარული ადგილები, იმ ადამიანების ჩარევით, რომლებსაც შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. თუმცა მომხრე ვიქნებოდი ერთადერთი აკრძალვისა - ეს არის მშობლებისთვის სქესის წინასწარ შეტყობა. ძალიან ბევრ შემთხვევაში, აბორტი ისეთ დროს კეთდება, როცა ოჯახი ბიჭს ელოდება, არ უნდა ჰყავდეს გოგო და როცა სქესს შეიტყობენ, სქესის გამო ნაყოფის მოცილება ხდება. ჩემი აზრით, სანამ დემოგრაფიული მდგომარეობა ასეთ დღეშია, ურიგო არ იქნებოდა ეს აკრძალულიყო. თუმცა სხვა ტიპის, უფრო შორს მიმავალ აკრძალვებს, მე, როგორც საერო პირი, მხარს ვერ დავუჭერდი", - აცხადებს თეა წულუკიანი.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"