"ეს პროკურორები ყველა ხელისუფლებას მოერგებიან"

"ეს პროკურორები ყველა ხელისუფლებას მოერგებიან"

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი "ძალიან კარგ მინისტრს" უწოდებდა, უფლებამოსილება შეიჩერა. კირვალიძის გადაწყვეტილების მიზეზი მასზე დაქვემდებარებულ უწყებაში 2,5 მლნ ლარიანი დანაკლისი და რამდენიმე პირის დაკავება აღმოჩნდა. არადა, დავით კირვალიძე მთავრობაში მეორედ დიდი მიზნებით დაბრუნდა.

6 თვის წინ მინისტრად დანიშვნას კირვალიძის "სოლიდური ხელფასი" შეეწირა. მინისტრობამდე ის ამერიკულ კერძო კომპანია CNFA-ში (სოფლის მეურნეობის პროექტებს ახორციელებს) პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი იყო. "ამერიკული კომპანიის ხელფასთან ამ ხელფასს არ შევადარებ. ჩემი არჩევანი პრემიერ-მინისტრთან საუბარმა განაპირობა. ამ ადამიანმა ხომ გაცილებით მეტი რამ დადო სასწორზე, ვიდრე მე. მასთან ნახევარსაათიანი საუბრის მერე მივიღე ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ცოტა ხნის წინ სოფლის მეურნეობის მინისტრმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას, მაგრამ...

"სასამართლო პროცესმა 30-იანი წლების სასამართლო მომაგონა, სადაც პროფესიების მიხედვით განიხილავდნენ საქმეებს", - აცხადებს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი, რომელიც დაკავებულთა ინტერესებს იცავს.

- დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა 20 ივნისამდე განუსაზღვრა. 5 პირს ბრალდება 182-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც გულისხმობს გაფლანგვას. ერთ-ერთ ბრალდებულს, თეო ურუშაძეს, რომელიც გირაოთი გათავისუფლდა, ბრალდება წაყენებული აქვს 373-ე მუხლით, რაც გულისხმობს ექსპერტზე მოქმედების მოხდენას. ვაჟა ნახუცრიშვილს კი ბრალდება მტკიცებულების ფალსიფიცირებისთვის წაუყენეს.

- ითქვა, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაში თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსის, სოსო ალავიძის გვარმაც გაიჟღერა.

- ინტერნეტში წავიკითხე, ვითომ სოსო ალავიძე დაეხმარა ვაჟა ნახუცრიშვილს ექსპერტებთან დაკავშირებაში, მაგრამ ეს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ