ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს, ნათია მოგელაძემ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

"ნათია მოგელაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა", - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2012 წლის 4 იანვარს შეიქმნა. შექმნის დღიდან მას ნათია მოგელაძე ხელმძღვანელობდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა