"რესპუბლიკურ პარტიას" საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება

"რესპუბლიკურ პარტიას" საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება

"რესპუბლიკურ პარტიას" საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა ხმალაძეზე, "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი ხმალაძე და არც სხვები არ იქნებიან.

"კანდიდატები "რესპუბლიკურ პარტიას" არ გვეყოლება. მიუხედავად იმისა, რომ ხმალაძეზე განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ხმალაძე არ ქცეულა და არც იქცევა ჩვენი პარტიის კანდიდატად. ამ კონკრეტულ საკითხში ჩვენ ვართ მთლიანად კოალიციურ რეჟიმში. "რესპუბლიკელები" მივიღებთ გადაწყვეტილებას ერთიანი პოზიციით", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, კოალიცია კანდიდატს  პრაიმერის გზით არ გამოვლენს.

"მე არ ვიქნები კანდიდატი. დანარჩენი ვინ იქნება, ამაზე, როგორც ითქვა, კოალიციის პოლიტსაბჭო უახლოეს მომავალში იმსჯელებს და გახდება ცნობილი. ეს იქნება ჩვეულებრივი, შიდა პარტიული წესით. ჩვენ არ მივეცით თავს უფლება, რომ გვეუსაუბრა საჯაროდ, ვინ ვისი ფავორიტია, რადგან ეს არ იქნებოდა სერიოზული", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაუწევს სერიოზულ კონკურენციას "ქართული ოცნების" კანდიდატს.

"მათი ვერც ერთი კანდიდატი ვერ იქნება სერიოზული კონკურენტი. ეს არის არა ჩემი მოსაზრება, არამედ მოსახლეობის, ამომრჩევლების მოსაზრება, ამიტომ ამ ნაწილში მარტივად გვაქვს საქმე", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა