ინგა გრიგოლიას ქალიშვილი შსს-ში დასაქმდა

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი შსს-ში დასაქმდა

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი შსს-ში დასაქმდა - მარიამ გრიგოლია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე გახდა.

მარიამს იურიდიული განათლება აქვს. იგი სისხლის სამართლის სპეციალისტია და თანამდებობაზე დანიშვნამდე კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

23 წლის მარიამ გრიგოლია პროკურატურაში მუშაობაზე ოცნებობდა. ინტერვიუებში ის ხშირად ამბობდა, რომ ცხოვრებაში ბევრ უსამართლობას აწყდება და სურს, ამ მიმართულებით იმუშაოს.

პოლიტიკიდან წასული ინგა გრიგოლია კი, როგორც ცნობილია, საზოგადოებრივ მაუწყებელში გადაცემას წაიყვანს. მას მეორე სამსახურიც აქვს - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესმდივნად მუშაობს.

გენადი მუშკუდიანი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"