"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატებად გია დვალსა და დავით მაღრაძეს განიხილავენ

"ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატებად გია დვალსა და დავით მაღრაძეს განიხილავენ

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" პრეზიდენტობის კანდიდატებად ამერიკაში მცხოვრები ქართველი მეცნიერის, გია დვალისა და პოეტ დავით მაღრაძის კანდიდატურებიც განიხილება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა პრემიერ-მინისტრი ორივეს მიმართ დადებითად არის განწყობილი.

ამასთან, კოალიციის პოლიტსაბჭო 11 ან 12 მაისს შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებას 13 მაისს გამოაცხადებს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა