ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება

ადვოკატის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, გოჩა სვანიძის განცხადებით, სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის სახელით გავრცელებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გოჩა სვანიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ზურაბ ადეიშვილის სახელით სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შექმნილია გვერდი, სადაც ვრცელდება განცხადებები.

ადვოკატის განმარტებით, ადეიშვილს "ფეისბუქში" საკუთარი მოქმედი გვერდი არ აქვს და შესაბამისად, გაკეთებული განცხადებებიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"ზურაბ ადეიშვილს არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია. მეტსაც გეტყვით, უახლოეს მომავალში, თუ კიდევ რაიმე გავრცელდა, ესეც ტყუილი იქნება. თუკი ზურაბ ადეიშვილი დააპირებს ინფორმაციის გავრცელებას, ეს ჩემი მეშვეობით მოხდება", - განაცხადა გოჩა სვანიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"