რო­გორ იხ­დი­ან მო­ხუ­ცე­ბი პენ­სი­ით გი­რა­ოს თან­ხას - ა­რა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნე­ბი

რო­გორ იხ­დი­ან მო­ხუ­ცე­ბი პენ­სი­ით გი­რა­ოს თან­ხას - ა­რა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნე­ბი

სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მი­რე­ბის სა­კითხ­ის გარ­შე­მო დი­დი აჟი­ო­ტა­ჟია ატე­ხი­ლი. ეს თე­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის ერ­თგვარ სა­ჯილ­დაო ქვა­დაც იქ­ცა. არა­და, ფაქ­ტია - სა­სა­მარ­თლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად არის რა­ღაც შე­საც­ვლე­ლი, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი სა­მარ­თლის აღ­მსრუ­ლებ­ლე­ბი უნ­და გახ­დნენ და არა "ინ­კვი­ზი­ტო­რე­ბი". გთა­ვა­ზობთ ბო­ლო წლე­ბის არა­ა­დეკ­ვა­ტური სა­სა­მარ­თლო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის არას­რულ ჩა­მო­ნათ­ვალს, რაც ადას­ტუ­რებს, რომ ამ სის­ტე­მა­ში ბევ­რი რამ ძირ­ფეს­ვი­ა­ნად არის შე­საც­ვლე­ლი.

ერ­თი წე­ლი 35-ლა­რი­ა­ნი ფიც­რის­თვის

2010 წლის 4 სექ­ტემ­ბერს სო­ფელ წი­წა­მურ­ში მდე­ბა­რე მცხე­თის სატყეო უბან­ზე ქურ­დო­ბა მოხ­და. სატყეო უბ­ნის და­რა­ჯი იმ დღეს სა­გუ­რა­მოს პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვი­და და გა­ნაცხ­ა­და, რომ სატყ­ე­ო­ში და­საწყ­ო­ბე­ბუ­ლი ხის მა­სა­ლი­დან 2 კო­ჭი და 1 ფი­ცა­რი მო­ი­პა­რეს. პო­ლი­ცი­ამ იმა­ვე დღეს ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით სო­ფელ სა­გუ­რა­მო­ში, დევ­ნილ­თა ჩა­სახ­ლე­ბა­ში მცხოვ­რე­ბი მხატ­ვა­რი, 63 წლის ვა­ლი­კო ჭი­ლაშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რა. ჭი­ლაშ­ვი­ლი ქურ­დო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და, თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა და საქ­მე სა­სა­მარ­თლოს გა­დას­ცა. 35 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი ხის მა­სა­ლის ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ვა­ლე­რი­ან ჭი­ლაშ­ვილს მცხე­თის სა­სა­მარ­თლომ 2000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და და ამ თან­ხის გა­დახ­დის­თვის 30-დღი­ა­ნი ვა­და მის­ცა. ჭი­ლაშ­ვილ­მა გი­რაო არ გა­და­ი­ხა­და, რად­გან მი­აჩ­ნდა, რომ თან­ხის გა­დახ­და და­ნა­შა­უ­ლის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავ­და. მო­სა­მარ­თლე რო­მან ხო­რა­ვამ მას ერ­თი წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

ჯარ­თის საქ­მე

ავ­ჭა­ლე­ლი 19 წლის გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძის საქ­მეც ოდი­ო­ზუ­რი­ა, ის დღემ­დე იხ­დის სას­ჯელს ჩა­უ­დე­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის. ჩუ­ბი­ნი­ძე თბი­ლი­სის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შად მუ­შა­ობ­და, პა­რა­ლე­ლუ­რად, დას­ვე­ნე­ბის დღე­ებ­ში "ჟი­გუ­ლით" "ტაქ­სა­ობ­და".

ჩუ­ბი­ნი­ძე 2011 წლის 3 იან­ვარს დი­ლის 11 სა­ათ­ზე ავ­ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში პო­ლი­ცი­ამ იმ დროს და­ა­პა­ტიმ­რა, რო­ცა კლი­ენ­ტის შეგ­რო­ვე­ბულ ჯართს მან­ქა­ნა­ში ტვირ­თავ­დნენ და მიმ­ღებ პუნ­ქტში მიჰ­ქონ­დათ. მას­თან ერ­თად 3 პი­რი და­ა­პა­ტიმ­რეს, ერ­თ-ერ­თი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო. პო­ლი­ცი­ამ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ჯარ­თის ქურ­დო­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ რამ­დე­ნი­მე ჟან­გი­ა­ნი მი­ლი, თუ­ნუ­ქის ნაჭ­რე­ბი და გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი გაზ­ქუ­რა რკი­ნიგ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის დან­გრე­უ­ლი სახ­ლე­ბის ნან­გრე­ვე­ბი­დან შე­აგ­რო­ვეს და არ მო­უ­პა­რავთ. სა­მი და­კა­ვე­ბუ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვეს ტაქ­სის მძღო­ლი გი­ორ­გი ჩუ­ბი­ნი­ძე, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო და პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი ჰქონდა მისჯილი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩუ­ბი­ნი­ძის ოჯა­ხი შე­ჭირ­ვე­ბუ­ლად ცხოვ­რობს, ად­ვო­კა­ტი მა­ინც და­ი­ქი­რა­ვეს და იმის დამ­ტკი­ცე­ბას ცდი­ლობ­დნენ, რომ გი­ორ­გი მხო­ლოდ ტაქ­სის მძღო­ლი იყო და ჯარ­თის წარ­მო­მავ­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. ად­ვო­კატ­მა მოწ­მე­ე­ბიც იპო­ვა, რომ­ლე­ბიც ჩუ­ბი­ნი­ძის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბას ადას­ტუ­რებ­დნენ, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ მათ და­კითხ­ვა­ზე უა­რი თქვა. სა­ბო­ლო­ოდ, მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა მას 56 ლა­რის და 46 თეთ­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჯარ­თის ქურ­დო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის 8 წე­ლი მი­უ­სა­ჯა.

სა­ზამ­თროს საქ­მე

30 ცა­ლი სა­ზამ­თროს მო­პარ­ვის მცდე­ლო­ბა სამ არას­რულ­წლო­ვანს ძვი­რი და­უჯ­და. ზა­რა­ლი, რო­მე­ლიც მათ თა­ნა­სოფ­ლე­ლის მი­ა­ყე­ნეს, 37 ლა­რი იყო.

მო­სა­მარ­თლემ მო­ზარ­დებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 5-5 ათა­სი ლა­რის გი­რა­ოს გა­დახ­და და­ა­კის­რა. გი­რა­ოს შე­ტა­ნის ვა­დად ორ მათ­განს 30, ხო­ლო მე­სა­მეს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველს, 20 დღე გა­ნუ­საზღ­ვრეს. ოჯახ­მა გი­რა­ოს­თვის სა­ჭი­რო ფუ­ლის შოვ­ნა ვერ შეძ­ლო და თან­ხის სა­ნაც­ვლოდ სახ­ლი და­ა­გი­რა­ვა.

6 ათა­სი ლა­რი 15 კგ სი­მინ­დის­თვის

ტა­რას ცინ­დე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი სვა­ნე­თი­დან დმა­ნის­ში 20 წლის წინ ჩა­მო­სახ­ლდა. ის 2011 წლის 5 დე­კემ­ბერს, დი­ლით, მე­უღ­ლეს­თან, ლუ­ბა ცინ­დე­ლი­ან­თან ერ­თად, ტყე­ში ფიჩხ­ის შე­საგ­რო­ვებ­ლად წა­ვი­და.­Gგზად მათ სი­მინ­დის ყა­ნა შე­ნიშ­ნეს, რომელსაც სოფ­ლის სა­ქო­ნე­ლი მი­სე­ო­და და ანად­გუ­რებ­და.

ცოლ­-ქმარ­მა სი­მინ­დის შეგ­რო­ვე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. მათ და­ახ­ლო­ე­ბით 10-15 კგ სი­მინ­დი ჰქონ­დათ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი, რო­ცა ყა­ნის მე­პატ­რო­ნე გა­მოჩ­ნდა, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში მათ­თან პო­ლი­ცი­აც მი­ვი­და და ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რეს.

და­კითხ­ვი­სას ტა­რას ცინ­დე­ლი­ან­მა დე­ტა­ლუ­რად მო­უთხ­რო გა­მომ­ძი­ე­ბელს რა და რო­გორ მოხ­და, ამის შემ­დეგ მათ ცინ­დე­ლი­ა­ნის მე­უღ­ლე ლუ­ბაც და­ა­კა­ვეს. მათ­მა ქმე­დე­ბამ ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტუ­სი "შე­ი­ძი­ნა" და ცოლ­-ქმა­რი ბოლ­ნი­სის იზო­ლა­ტორ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ცინ­დე­ლი­ა­ნებს აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გი­რაოს სახით 6 ათა­სი ლა­რი შე­უ­ფარ­და. ცინ­დე­ლი­ა­ნე­ბის ოჯახ­ში 6 ათა­სი ლა­რის შეგ­რო­ვე­ბა გა­უ­ჭირ­დათ. ტა­რას ცინ­დე­ლი­ა­ნი გლდა­ნის მე-7 საპყ­რო­ბი­ლე­ში, ლუ­ბა ცინ­დე­ლი­ა­ნი კი - რუს­თავ­ში, ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შვი­ლებ­მა ასა­კო­ვა­ნი მშობ­ლე­ბის და­სახ­სნე­ლად ბან­კი­დან კრე­დი­ტი აი­ღეს. მო­ხუ­ცე­ბი პენ­სი­ით კრე­დიტს ფა­რა­ვენ, თუმ­ცა ეს არ კმა­რა და მათ შვი­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან.

ლა­მუ­ნა ირე­მაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ