შსს 2 550 ელექტროშოკის შეძენას გეგმავს

შსს 2 550 ელექტროშოკის შეძენას გეგმავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 550 ერთეული ელექტროშოკის შეძენას გეგმავს. შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცია კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 7 მაისს განთავსდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, ელექტროშოკების სავარაუდო ჯამური ღირებულება 637 500 ლარს შეადგენს. შსს საქონელზე არანაკლებ ორწლიან გარანტიას ითხოვს.

გარდა ამისა, შსს ტენდერს აცხადებს ავტომანქანის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაზეც. უფრო კონკრეტულად, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უწყებას 310 ერთეული ავტომანქანის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის შეძენა სურს, რომლის სავარაუდო ჯამური ღირებულებაც 210 800 ლარია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ