ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ოთარ მეღვინეთუხუცესის საფლავი რამაზ ჩხიკვაძის და გურამ საღარაძის საფლავების გვერდითაა. სამგლოვიარო პროცესიას კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრიდან შავ სუდარაგადაფარებული შავი ცხენი მიუძღოდა.

დაკრძალვის ცერემონიას როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. დაკრძალვის პროცესიას საქართველოს მთავრობის წევრები და დეპუტატები ესწრებოდნენ, მათ შორის პრემიერ- მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მსახიობის დაკრძალვას რუსეთში მოღვაწე ქართველი მოღერალი თამარ გვერდწითელი ესწრებოდა. დაკრძალვის ცერემონიას ანრი ჯოხაძეც ესწრებოდა, ოთარ მეღვინეთუხუცესმა უკანასკნელი როლი სწორედ ანრი ჯოხაძის კლიპში შეასრულა.

საქართველოს სახალხო-დამსახურებული არტისტი, რუსთაველისა და სხვა არაერთი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი 9 მაისს, 81 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"