ბანქო "რუსულ მაფიაში" ქართველი "კანონიერი ქურდები" მოხვდნენ

ბანქო "რუსულ მაფიაში" ქართველი "კანონიერი ქურდები" მოხვდნენ

აშშ-ში რუსეთის კვლევითმა ინსტიტუტმა სათამაშო ბანქო დაბეჭდა სახელწოდებით "რუსული მაფია". თითოეულ ბანქოზე რუსეთის კანონიერი ქურდები გამოსახეს, მათ შორის რამდენიმე ქართველი მოხვდა - ზაქრო კალაშოვი ("კაროლი"), ლაშა შუშანაშვილი (ვალეტი") და ტარიელ ონიანი (ჯვრის ათიანი).

ბანქოს კონგრესმენებს, ასევე სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს საჩუქრად გადასცემენ, ანუ მათ, ვინც "მტერს სახეზე უნდა იცნობდეს".

არ არის გამორიცხული, ბანქომ სერიოზული საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, ვინაიდან კრიმინალურ ავტორიტეტთა კამპანიაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში "ედინაია როსიას" წარმომადგენელი დეპუტატებიც მოხვდნენ, მათ შორის ანდრეი სკოჩი და ვლადისლავ რეზნიკი. ბანქოზე გამოსახულნი არიან ასევე ე.წ. "ალუმინის მეფე" მიხეილ ჩერნოი და მისი ძმა "კრიმინალური ხაზინადარი", "სამრეცხაო მაფიის პატრონი" ლევ ჩერნოი, Trans-CIS Commodities-ს დამფუძნებელი ლეონ ლანი და FBI-ს ყველაზე სახიფათო კრიმინალთა "ათეულის" წევრი სემიონ მოგილევიჩი ("ტუზები").

"რუსული მაფიის" "დამებს" შორის მოხვდნენ ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსეი კუზნეცოვის ცოლი ჟანა ბულოკი, კომპანია ФИНАМ-ის დამფუძნებელი ვიქტორ რემშა და მულტიმილიონერი ტევფიკ არიფი.

პროექტის ავტორთა ვარაუდით, ბანქო სამართალდამცავებს რუსულენოვან კრიმინალებთან უფრო ეფექტურ ბრძოლაში დაეხმარება, რომლებიც სულ უფრო გავლენიანი ხდებიან ამერიკაში. "რუსულ მაფიას" ყოველწლიურად ახალი სახეები დაემატება და თავიდან დაიბეჭდება.

ბანქო სულ 48 ადამიანს აერთიანებს. მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, აშშ-ში მოღვაწობს, 15% კი - ესპანეთში.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ