რატომ იჩხუბეს ქართველმა და სომეხმა ჰოკეისტებმა

რატომ იჩხუბეს ქართველმა და სომეხმა ჰოკეისტებმა

"ყი­ნუ­ლის რა­ინ­დე­ბის" ან "ცეცხ­ლო­ვა­ნი" ჯვა­როს­ნე­ბის" შე­სა­ხებ თუ გსმე­ნი­ათ? თუ არც თბი­ლი­სელ "რუხ მგლებ­სა" და ბა­კუ­რი­ა­ნელ "მი­მი­ნო­ებს" იც­ნობთ, ქარ­თუ­ლი ჰო­კე­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი გცოდ­ნი­ათ... დი­ახ, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თბი­ლის­ში ამ­ჟა­მად ყი­ნუ­ლის ერთ მო­ე­დან­საც ვერ ნა­ხავთ, სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც არ­სე­ბობს. მე­ტიც, თბი­ლისს ჰო­კე­ის სა­მი გუნ­დიც კი ჰყავს... ქარ­თუ­ლი ჰო­კე­ის არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო აწ­მ­ყო­სა და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვა­ზე სა­ლა­პა­რა­კოდ სა­ქარ­თვე­ლოს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან სან­დრო ვა­შა­კი­ძეს ვეს­ტუმ­რეთ, რო­მე­ლიც "ბაქ­სვუ­დის სკო­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც არის და ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის "ეშ­ხით" სა­კუ­თარ სკო­ლა­ში... ბა­ლა­ხის ჰო­კე­ის გუნ­დიც კი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა!

- დღეს­დღე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ყი­ნუ­ლის ორი სტან­დარ­ტუ­ლი მო­ე­და­ნია - ბა­თუ­მის და­ხუ­რუ­ლი დარ­ბა­ზი, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რიც ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია და ბა­კუ­რი­ა­ნის ღია მო­ე­და­ნი. ეს უკა­ნას­კნე­ლი სე­ზო­ნუ­რია და წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 2-3 თვეს თუ ვი­ყე­ნებთ. თა­ნაც, ძი­რი­თა­დად, იქ ბა­კუ­რი­ა­ნის "მი­მი­ნო" ვარ­ჯი­შობს. მის გარ­და, სა­მი კლუ­ბი თბი­ლის­საც ჰყავს - "ყი­ნუ­ლის რა­ინ­დე­ბი", "ცეცხ­ლო­ვა­ნი ჯვა­როს­ნე­ბი" და "რუ­ხი მგლე­ბი". სულ კი, ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მა­სამ­დე ჰო­კე­ის­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

- ყი­ნუ­ლის სე­ზო­ნის დად­გო­მამ­დე პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ქარ­თვე­ლი ჰო­კე­ის­ტე­ბი მარ­თლა გორ­გო­ლა­ჭე­ბით ვარ­ჯი­შობ­დნენ?

- სხვა­დას­ხვა უნა­რი რომ გა­მო­უ­მუ­შავ­დეს, ჰო­კე­ისტს ყი­ნულს მიღ­მაც ბევ­რი ვარ­ჯი­ში სჭირ­დე­ბა. ასე რომ, გორ­გო­ლა­ჭე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა. ცუ­დი ის არის, რომ 1960-ი­ა­ნი წლე­ბის შემ­დეგ, ჩვენ­თვის უკე­თე­სო­ბის­კენ ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. მა­გა­ლი­თად, შარ­შან, რო­დე­საც პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მატ­ჩე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით, დარ­ტყმებს პლას­ტი­კა­ტის სა­ფარ­ზე ვა­მუ­შა­ვებ­დით და ა.შ.

- ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, რამ­დე­ნი­მე წლის წინ ფე­დე­რა­ცი­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბიც და­კარ­გეთ...

- 2009 წელს, რო­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის კონ­გრეს­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ, თურ­ქეთ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფას ემ­სხვერ­პლნენ სა­ქარ­თვე­ლოს ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი დე­ნის და­ვი­დო­ვი და გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ლა­შა ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი. მათ­თან ერ­თად და­ი­ღუპ­ნენ ლა­შას მე­უღ­ლე, ასე­ვე, სომ­ხე­თის ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, მი­სი მე­უღ­ლე და 18 წლის ვა­ჟი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რი იყო...

- ქარ­თვე­ლი ჰო­კე­ის­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე რას გვეტყ­ვით?

- 2009 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე დი­ვი­ზი­ო­ნის მატ­ჩებ­ში უნ­და გვე­თა­მა­შა, რო­მელ­საც სომ­ხე­თი მას­პინ­ძლობ­და. თუმ­ცა, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტრა­გე­დია სწო­რედ იმ დღე­ებ­ში მოხ­და და ტურ­ნირ­ში კონ­კურ­სგა­რე­შე მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ჩვენ­თვის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შორი­სო მატ­ჩი სამ­ხრე­თ აფ­რი­კის გუნ­დთან დავ­თმეთ, მე­ო­რე კი - მას­პინ­ძლებ­თან. სომ­ხებს ბა­კუ­რი­ან­შიც უთა­მა­ში­ათ, ბა­თუმ­შიც და მათ ნაკ­რებს კარ­გად ვიც­ნობ­დით, ჩვე­ნი კლუ­ბე­ბიც კი უგებ­დნენ ხოლ­მე. თა­ნაც, მატ­ჩის დაწყ­ე­ბამ­დე შევ­თან­ხმდით, რომ მე­გობ­რუ­ლი, ფე­დე­რა­ცი­ე­ბის და­ღუ­პუ­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის ხსოვ­ნი­სად­მი მიძღ­ვნი­ლი მატ­ჩი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ... ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნაც­ვლად, სომ­ხებ­მა ამე­რი­კის ლი­გებ­ში მო­თა­მა­შე ჰო­კე­ის­ტე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს და 22:1 "გა­დაგ­ვი­ა­რეს"... ამან ისე გაგ­ვაბ­რა­ზა და ვი­თა­რე­ბა ისე და­ი­ძა­ბა, რომ ჩვენსა და სომ­ხე­ბის გა­სახ­დე­ლებს შო­რის სპეც­რაზ­მის ჩა­ყე­ნე­ბა გახ­და სა­ჭი­რო... სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გა­მო, სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მატ­ჩე­ბი­დან დღემ­დე დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ა.

- ოფი­ცი­ა­ლურ მატ­ჩებ­შიც ხომ ითა­მა­შეთ?

- შარ­შან არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ამი­რო­ებ­ში, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე დი­ვი­ზი­ო­ნის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო მატ­ჩებ­ში, მას­პინ­ძლე­ბის - მონ­ღო­ლე­თი­სა და სა­ბერ­ძნე­თის ნაკ­რე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­თა­მა­შეთ. მე­ტო­ქე­თა სიძ­ლი­ე­რის მი­უ­ხე­და­ვად, ფა­ვო­რი­ტად ჩვენ ვით­ვლე­ბო­დით, თუმ­ცა, გაფ­რე­ნამ­დე ერ­თი დღით ად­რე, მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ი­დან შეგ­ვატყ­ო­ბი­ნეს, რომ ჩვენს რვა მო­თა­მა­შეს, მათ შო­რის ორ მე­კა­რეს, ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ. 16 მა­ისს შვე­დეთ­ში იმარ­თე­ბა კონ­გრე­სი და იმე­დი­ა, იქ მა­ინც გვეტყ­ვი­ან, რა "და­ა­შა­ვეს" ამ მო­თა­მა­შე­ებ­მა. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, მე­სა­მე, სა­თა­და­რი­გო მე­კა­რე მოგ­ვე­ძებ­ნა, მე­ო­რე მე­კა­რედ კი მე ჩა­ვე­წე­რე, რად­გან გა­ნაცხ­ად­ში ორი მე­კა­რე აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. პირ­ვე­ლი­ვე მატ­ჩის მე-12 წუთ­ზე, ჩვენ­მა მე­კა­რემ თი­თი მო­ი­ტე­ხა და მთე­ლი ტურ­ნი­რი ტრავ­მი­რე­ბულ­მა ჩა­ა­ტა­რა. ცხა­დი­ა, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო სა­მი­ვე მატ­ჩი წა­ვა­გეთ...

- რით უნ­და და­ა­ინ­ტე­რე­სოს ჰო­კე­იმ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა, არის ეს თა­მა­ში ახ­ლოს ქარ­თულ ხა­სი­ათ­თან?

- სა­ნამ თა­ვად ვი­თა­მა­შებ­დი, მეც ვფიქ­რობ­დი, რომ არ ი­ყო სპორ­ტის "ქარ­თუ­ლი" სა­ხე­ო­ბა. თუმ­ცა, ფორ­მის ჩაც­მი­სას ისეთი გან­ცდა გე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს აბ­ჯარს იც­ვამ და სა­ომ­რად გა­დი­ხარ. ამ თა­მაშ­ში ყვე­ლა­ფე­რი­ა, რაც ქარ­თვე­ლებს მოგ­ვდგამს - სის­წრა­ფე, ტექ­ნი­კა, მო­ედ­ნის ხედ­ვა და, რაც მთა­ვა­რი­ა, ჩხუ­ბი. თა­მაშ­ში თუ ვე­რა, ჩხუბ­ში ხომ მა­ინც ვე­რა­ვინ დაგ­ვჯაბ­ნის?! (ი­ცი­ნის).

- ქარ­თველ ჰო­კე­ის­ტებს უცხ­ო­ე­თის კლუ­ბებ­შიც ხომ უთა­მა­ში­ათ?

- საბ­ჭო­ე­თის დროს კონ­სტან­ტი­ნე ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი მოს­კო­ვის ცსკა-­სა და საბ­ჭო­ე­თის ახალ­გაზ­რდულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და. ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი მო­თა­მა­შე იყო მარ­ნე­უ­ლე­ლი გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის "ლო­კო­მო­ტი­ვის" მე­კა­რე გახ­ლდათ და რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტა­დაც მი­იჩ­ნე­ო­და. ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე­ობს ქარ­თვე­ლი მწვრთნე­ლი ბე­სო ცინ­ცა­ძე, რო­მელ­საც NHL-ის (აშ­შ-ის ჰო­კე­ის ეროვ­ნუ­ლი ლი­გა) რამ­დე­ნი­მე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­თა­მა­შე ჰყავს გაზ­რდი­ლი. დრო­დად­რო ბე­სო სა­ქარ­თვე­ლო­შიც ჩა­მო­დის და შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად გვეხ­მა­რე­ბა.

რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"