ნესტან კირთაძე - "ასეთ ოპონენტებთან ჩემი საპრეზიდენტო შანსები სრულიად რეალურია"

ნესტან კირთაძე - "ასეთ ოპონენტებთან ჩემი საპრეზიდენტო შანსები სრულიად რეალურია"

ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი ნესტან კირთაძე კენჭს იყრის 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, გაუგებარი აღმოჩნდა კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილის დასახელება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლა. და მიაჩნია, რომ მისი შანსები რეალურია...

- წინასაარჩევნო პიარკამპანია ჯერ არ დამიწყია, მაშინ დავიწყებ, როცა ოფიციალური საკითხები მოგვარდება. ანუ როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე რეგისტრაციას გაივლის.

- რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ამ დროს, როდესაც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები დაიწყო, გადავწყვიტე ჩემი წვლილი მეც შემეტანა. ამ საპრეზიდენტო არჩევნებში ორი ფავორიტი იქნება გამოკვეთილი: პირველი - მმართველი კოალიციიდან და მეორე - ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც თუნდაც ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე ძალიან სერიოზული შანსი აქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესებში სხვა პოლიტიკოსები არ უნდა ჩაერთონ. გარდა ამისა, 96 %-იანი ხმათა უმრავლესობით ქვეყნის სათავეში მოსვლის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან ასე არჩეულ ლიდერებს ან სამხედრო შეიარაღებული ჯგუფით ვიშორებთ, ან რევოლუცია ხდება, ან მისი რეიტინგი 12%-მდე ვარდება, მერე კი ქუჩაში დავსდევთ. ამასთან, მე დიდი მოთმინებით ველოდებოდი და ვაკვირდებოდი, თუ როგორ გაგრძელდებოდა პოლიტიკური პროცესები ოქტომბრის არჩევნების შემდგომ და მართალი გითხრათ, ძალიან გავოცდი, როდესაც დღეს უკვე მმართველმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარმოადგინა. მე მისი, როგორც კოლეგის, მეცნიერის, ან გნებავთ დამწყები პოლიტიკოსის მიმართ პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი, რატომ უნდა გამოეცხადებინათ ის პრეზიდენტობის კანდიდატად. ვინმეს წარმოუდგენია მისი პერსონა პოლიტიკური ბეგრაუნდის გარეშე?!.

- თქვენ ამბობთ, რომ მას მცირე შანსები აქვს?

- დიახ, ოღონდ მე ვამბობ ქართული ოცნების, კონკრეტულად მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ძალიან მაწუხებს ის პოლიტიკური რეალობა, რაც დღეს ასეა ფორმულირებული, - ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ჯოხიც რომ წამოაყენოს, მას უკვე დიდი შანსი აქვსო. რა გამოცდილება აქვს მარგველაშვილს, ის რომ ფილოსოფოსია და ირონიული იუმორი აქვს?.. მე, როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს, მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც ახალი კონსტიტუციით, სულაც არ არის ისეთი უუფლებო, როგორც მას დღეს მავანი ექსპერტი ან სულაც კოალიცია წარმოაჩენს. დღესაც და ხვალაც, საქართველოში პრეზიდენტი ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პოსტად რჩება. ამიტომაც ამ პოსტზე ისეთი ადამიანი უნდა იყოს წარმოდგენილი, რომელსაც მოსალოდნელი კრიზისების განმუხტვა შეუძლია, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა