ნუგზარ წიკლაური - "ტრიბუნავ, ტრიბუნავ, იქნებ შენ მაინც გვიპასუხო"

ნუგზარ წიკლაური - "ტრიბუნავ, ტრიბუნავ, იქნებ შენ მაინც გვიპასუხო"

"ტრიბუნავ, ტრიბუნავ, იქნებ შენ მაინც გვიპასუხო: - რუსეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე, დაჟინებით რომ გვთხოვა "ოკუპირებული ტერიტორების შესახებ" კანონში ცვლილებები აუცილებლად მიიღეთო ამით არის გამოწვეული ეს საქციელი?" - შეკითხვით პარლამენტის ტრიბუნას დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა "მიმართა".

შეკითხვის რეალური ადრესატი კი, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იყო, რომელმაც როგორც "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტზე თანამომხსენებელმა, ოპოზიციის შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა და გამოსვლის დასრულების შემდეგ ტრიბუნა დატოვა. ბესელიას ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, უმცირესობის წევრები კითხვებს ცარიელი ტრიბუნისკენ სვამდნენ.

"ჩვენი კითხვების ამბავია ისეა, რომ ტრიბუნას ცერცვს ვაყრით, მაგრამ ჩვენი მდგომარეობაც უნდა გაიგოთ. ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა ჩვენს კითხვებს პასუხი ვერ გასცა, ბატონმა ვახტანგ ხმალაძემ კითხვებზე პასუხების გაცემა ვერ მოასწრო, ხოლო ქალბატონმა ეკამ არ ისურვა კითხვებზე პასუხის გაცემა. ამიტომ ტრიბუნავ, ტრიბუნავ, იქნებ შენ მაინც გვიპასუხო, რუსეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე დაჟინებით რომ გვთხოვა, "ოკუპირებული ტერიტორების შესახებ" კანონში ცვლილებები აუცილებლად მიიღეთო, ამით არის გამოწვეული ასეთი საქციელი?" - მიმართა ტრიბუნას ნუგზარ წიკლაურმა.

"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენის რეჟიმში განხილვა, რა პროცესიც პარლამენტში 2 მაისის სესიაზე დაიწყო, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. განხილვის პროცესის ასეთ გახანგრძლივებას უმცირესობის წევრთა განსაკუთრებული აქტიურობა განაპირობებს - მათი მხრიდან კითხვას ყველა დეპუტატი სვამს, შემდომში ყველა აზუსტებს, ხოლო გამოსვლებისას ძირითადად ერთსა და იმავეს აფიქსირებენ.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა