"საია" - ნაცვლიშვილისთვის ამ გამოძიების მინდობა არასწორია

"საია" - ნაცვლიშვილისთვის ამ გამოძიების მინდობა არასწორია

უკანასკნელი წლებია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მოვლენების შეფასებაში აქტიურ როლს თამაშობს. მათი რეკომენდაციები მუდამ საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში ექცეოდა. შეიძლება ითქვას, განვლილი დღეების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შსს-ს მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის დაპატიმრება იყო. ამ საქმეში გელა ხვედელიძის გარდა პროკურატურის მაღალჩინოსნის ლაშა ნაცვლიშვილის გვარიც ფიგურირებდა. სწორედ ამ თემაზე დავიწყეთ საუბარი საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძესთან.

- ხელისუფლების მხრიდან გელა ხვედელიძის დაპატიმრება სწორი ნაბიჯი იყო. მაგრამ, გვაფიქრებს ის, რომ მთავარმა პროკურატურამ მედიის საშუალებებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიების კურირებას მოახდენს მთავარი პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. ჩემი აზრით, ნაცვლიშვილისთვის ამ გამოძიების მინდობა არასწორია. რა თქმა უნდა, შესაძლოა ის აბსოლუტურად უდანაშაულოა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მას ბრალი მიუძღვის, ბუნებრივია, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ არ წავა. როცა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ არსებობს კითხვის ნიშნები, მისთვის ამ საქმის ჩაბარება არათუ გაფანტავს არსებულ კითხვებს, არამედ უფრო გაამძაფრებს.

- 17 მაისს ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით "იდენტობა" აწყობს აქციას, სადაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებიც გამოვლენ. თუ აპირებთ აქციის მონიტორინგს?

- კი, ვაპირებთ, რომ დავაკვირდეთ და გავაკეთებთ განცხადებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ჩვენი განცხადების ადრესატი იქნება პოლიცია, რათა მათ გამოიყენონ ყველა კანონიერი ბერკეტი, ამ აქციამ მშვიდობიანად რომ ჩაიაროს და დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, რადგან დაპირისპირების საშიშროება არსებობს.

- რიგი უფლებადამცველი ორგანიზაციებისა ამავე დღეს აპირებს ამ აქციის საწინააღმდეგო მსვლელობის მოწყობას. ეს ხომ არ ზრდის პროვოკაციის საფრთხეს?

- ზოგადად არ ვიცი, ეს ორგანიზაციები რას აპირებენ, თუმცა ესეც გამოხატვის თავისუფლებაა და მათაც აქვთ უფლება, ნებისმიერი საკითხი გააპროტესტონ, მაგრამ აქ არის ერთი რამ: აზრის გამოხატვას აქვს თავისი ფორმა და ზღვარი. თუ ეს უფლებადამცველები "იდენტობის" აქციის მონაწილეების მიმართ გამოავლენენ ძალადობას, აგრესიას, შეურაცხყოფას (თუნდაც სიტყვიერს), ეს ცხადია დაუშვებელია, მაგრამ ის, რომ მათაც გამოხატონ პროტესტი, მიუღებელი ნამდვილად არ არის.

- კახა, რა შეფასებას გააკეთებდი "ლა ტრუფფე"-ში მომხდარ ინციდენტზე?

- არ ვიცი, ამ ეტაპზე როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ძალადობა დაუშვებელია. ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული ფაქტები, რომ ვთქვათ - ვინ არღვევდა კანონს და ვინ არა. ამიტომ ველოდებით, როგორ წარიმართება გამოძიება და მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ