ვაჩნაძის ქუჩაზე დაძაბული ვითარებაა

ვაჩნაძის ქუჩაზე დაძაბული ვითარებაა

ამ წუთებში დაძაბულობაა ვაჩნაძის ქუჩაზე. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სამართალდამცავებმა ლგტბ აქტივისტები ვაჩნაძის 7 ნომერში შეიყვანეს. ვაჩნაძის ქუჩაზე, ასევე შეკრებილი არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები და ლგტბ აქტივისტებს შენობიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

მათი მხრიდან აქტივისტების მიმართ უწმაწური სიტყვები და სიტყვიერი შეურაცხყოფა გაისმის.

ცოტა ხნის წინ დაძაბული ვითარება თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა სასულიერო პირებმა და სხვადასხვა ეკლესიის მრევლმა პოლიციის კორდონები გაარღვიეს და პუშკინის სკვერისკენ გადაადგილება სცადეს, სადაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. აღნიშნულის გამო, პოლიციელებმა ლგბტ აქტივისტების და მათი მხარდამჭერების ტერიტორიიდან გაყვანა გადაწყვიტეს, რაც ე.წ. ყვითელი ავტობუსების გამოყენებით მოხერხდა. იქამდე, ვიდრე სამართალდამცველები მათ ავტობუსებში მოათავსებდნენ, აქციის მონაწილეებმა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"