შსს-მ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქციასთან დაკავშირებით გუშინ განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით სამინისტროში მყისიერი რეაგირება განხორციელდა.

"მოხდა მყისიერი რეაგირება, კონკრეტული პირების მიმართ დაწყებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალწარმოება",- აღნიშნა გიორგობიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ