მთავრობის კანცელარიასთან ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიასთან სექსუალური უმცირესობების საკითხთან დაკავშირებით ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქიების მონაწილეთა პოზიციები განსხვავებულია - ერთ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ფრონტი" მოითხოვს, რომ საქართველოში კანონმდებლობით აიკრძალოს სექსუალური უმცირესობების პროპაგანდა, მეორე შემთხვევაში კი მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებმაც საპროტესტო აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმეს, იმ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებდნენ, რომლებიც გუშინ ლგბტ საზოგადოების უფლებადამცველი აქციის საწინააღმდეგოდ განხორციელდა. როგორც ისინი აცხადებენ, ყველას აქვს უფლება, არ მიიღოს ის, რაც არ მოსწონს, მაგრამ მიუღებლობა არ უნდა გადაიზარდოს ძალადობაში. მათივე მოთხოვნით, ხელისუფლებამ უნდა დასაჯოს მოძალადე პირები, ასევე ძალადობის "წამახალისებლები". ამ შემთხვევაში აქციის მონაწილეები სასულიერო პირების პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ.

ორივე საპროტესტო აქციას, ჯამში, დაახლოებით რამდენიმე ასეული მოქალაქე ესწრება, მათ შორის კი სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გავლებული.

აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ასეული თანამშრომელი იცავს.

ამ დრომდე რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ფონი დაძაბულია. ორივე მხრიდან სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"