"გაიტანეთ სტრიპტიზბარი!" - "ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"

"გაიტანეთ სტრიპტიზბარი!" - "ბორდელს რომ ტაძრის წინ გაგიხსიან, მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?"

"ერთი თვეა, რაც რუსთავში "სტრიპტიზბარი" გაიხსნა და ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. კომპეტენტური ორგანოები თუ ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, იძულებული გავხდებით, ამ ბარის კარი ავჭედოთ. პირველივე დღეებში მოვიქცეოდით ასე, მაგრამ მერე ვიღაც პროვოკატორი იტყოდა, - აი, ნახეთ, ახლოს ეკლესია დგას და ხალხი მღვდლებმა წააქეზესო. მით უმეტეს, რომ ბარის მეპატრონე აზერბაიჯანელია, არ არის გამორიცხული, ვისაც ძალიან უნდა ქართული ეკლესიისთვის მოძალადის იმიჯის შექმნა, ჩვენი პროტესტიც ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენოს. არადა, ჩვენ მხოლოდ ძილი და სიმშვიდე გვინდა. გაიტანეთ ეს სტრიპტიზბარი!" - ასეთი წერილით მიმართეს სამართალდამცავებს რუსთავში, მესხიშვილის ქუჩა N16-ში მცხოვრებლებმა.

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის ერთ მხარეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დგას, მის წინ კი სტრიპტიზბარია, რომელსაც მოცეკვავე, შიშველი ქალის გამოსახულებიანი უზარმაზარი აბრა "ამშვენებს".

გოგიტა მელიქიძე, რუსთავის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი: - ეკლესიიდან გამოსულს შიშველი ქალის ეს უზარმაზარი აბრა გეფეთება. მეჩეთის და სინაგოგის წინ მსგავსი ტიპის დაწესებულების არსებობას დაუშვებენ?! სტრიპტიზბარამდე აქ აზარტული თამაშების სახლი იყო, სადაც ათასგვარი უბედურება ხდებოდა. ის დახურეს და უარესი გახსნეს. თითქოს ვიღაც განგებ ცდილობს, ხალხს მოთმინება დააკარგვინოს. ვიღაც იტყვის, ნუ შეხვალ და აზარტული თამაშების სახლიც დაიხურება და სტრიპტიზბარიცო, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ არ არის სრულყოფილი, ყველას არ შეუძლია, ცდუნებას გაუძლოს. გვიან ღამით აქ საშინელი ჩხუბი იმართება, მთვრალები მეძავებს ვერ იყოფენ და ხოცავენ ერთმანეთს.

ნანა ნანობაშვილი, მესხიშვილის ქუჩის მობინადრე: - შენობა, რომელშიც სტრიპტიზბარი გახსნეს, რამდენიმე წლის წინ კანონდარღვევით აშენდა. ბევრი ვიყვირეთ, მაგრამ... საცხოვრებელ კორპუსსა და მის გვერდით მდგომ შენობას შორის დაშორება ხომ უნდა ყოფილიყო. ნებართვის გამცემმა არაფრად ჩააგდო საკანონმდებლო ნორმები და მეპატრონე თავზე დაგვასვა. ისიც ისე აქირავებს, არ აინტერესებს, შევწუხდებით თუ არა.

ლელა ღონღაძე, პედაგოგი: - სტრიპტიზკლუბი იხსნება ქალაქში, სადაც მოსწავლეებისთვის ნორმალური სასწავლო დაწესებულებები არ გვაქვს. ყოველ ღამით ყვირილი, ჩხუბი, უწმაწური სიტყვების კორიანტელი ისმის. ასეთი ხოცვა-ჟლეტა იყო მაშინაც, როდესაც აქ აზარტული თამაშების სახლი იყო, მაშინ ფულს ვერ იყოფდნენ, ახლა - მეძავებს. აღკვეთონ ეს ღრიანცელი და უზნეობა! თუ პოლიცია ვერ მოგვიგვარებს ამას, სასამართლოს მივმართავთ!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"