ლევან იზორია - უკანონო ფარული ჩანაწერების არქივი ერთ კვირაში განადგურდება

ლევან იზორია - უკანონო ფარული ჩანაწერების არქივი ერთ კვირაში განადგურდება

შსს-ში არსებული უკანონო ფარული ჩანაწერების არქივი უახლოეს ერთ კვირაში განადგურდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ დღეს, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს პროცესი საზოგადოების ჩართულობით განხორციელდება. იზორიას განმარტებით, ასეთი ჩანაწერების არქივი არსებობს შსს-ს ოპერატიულ- ტექნიკურ დეპარტამენტში და მიმდინარეობს გამოძიება, რადგან ის უკანონო გზით არის მოპოვებული. შესაბამისად, ეს მასალები არის მტკიცებულება ჩადენილი დანაშაულისთვის.

"თუმცა, შს მინისტრმა განაცხადა და მეც ვამბობ, რომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთ კვირაში საზოგადოების ჩართულობით უკანონო ჩანაწერების განადგურება მოხდება", – განაცხადა ლევან იზორიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ