ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ისინი იმერეთის სამხარეო პროკურატურაში დაბარებულები არიან სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ის და ვანო მერაბიშვილი თებერვალში უკვე იყვნენ ქუთაისში დაკითხვაზე და ყველა კითხვაზე სრულყოფილი პასუხი გასცეს.

"ხელისუფლებამ იმის მაგივრად, რომ ხალხის მოთხოვნებს უპასუხოს, უპასუხა იმით, რომ მე ხვალ, იმის ნაცვლად, რომ ვიყო კახეთში დაზარალებულ მოსახლეობასთან, მომიწევს ქუთაისში ჩასვლა და გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა, როგორც უწყებაში წერია, სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილი და მე თებერვალში უკვე ვიყავით ქუთაისში დაკითხვაზე, ყველა კითხვაზე გავეცით სრულყოფილი პასუხი, მაგრამ ვფიქრობ, სრული აბსურდია ქვეყანაში იმ პირობებში, როდესაც უმუშევრობაა და იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ მოსახლეობის პრობლემებზე იზრუნოს, პროკურატურაში ხდება ჩვენი ტარება და ნამდვილი პრობლემებიდან ჩვენი მოწყვეტა", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ