აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში მომხდარ დაპირისპირებას გმობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში მომხდარ დაპირისპირებას გმობს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თბილისში, 17 მაისს მომხდარ დაპირისპირებას გმობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე პატრიკ ვენდრელმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატები გმობს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილ მშვიდობიან მარშზე თავდასხმას. მსგავსი არატოლერანტული ქმედებები არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში", - განაცხადა ვენდრელმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებების დაცვას და მსოფლიოში ყველა მოქალაქის თავისუფლებას.

პრესკონფერენციის კადრები "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა