გვიდო ვესტერველემ 17 მაისის მოვლენების გამო მაია ფანჯიკიძესთან საუბარში შეშფოთება გამოთქვა

გვიდო ვესტერველემ 17 მაისის მოვლენების გამო მაია ფანჯიკიძესთან საუბარში შეშფოთება გამოთქვა

გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გვიდო ვესტერველემ ქართველ კოლეგა მაია ფანჯიკიძესთან სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ჰომოსექსუალებზე თავდასხმის გამო.

"გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ქვეყანაში, რომელსაც აქვს ევროატლანტიკური მისწრაფებები და სურს, ევროპული ღირებულებები გაიზიაროს, ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. თავის მხრივ, მინისტრი მაია ფანჯიკიძე ირწმუნება, რომ საქართველოში უმცირესობების უფლებები დაცული იქნება და მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამისათვის", - წერს გერმანული გამოცემა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა