"ნაციონალებთან" ჩხუბის სკანდალური დეტალები

"ნაციონალებთან" ჩხუბის სკანდალური დეტალები

გასული კვირა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობისთვის". პრეზიდენტის სკანდალურ შეხვედრას სტუდენტებთან არ ჩაევლო, რომ მოულოდნელად რესტორან "ლა ტრუფეში" ხელჩართული ჩხუბი გაჩაღდა. "ნაციონალების" მხრიდან დაზარალდნენ გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, ზაზა გოროზია. მეორე მხარეს კი ყოფილი პოლიტიკოსის ცოტნე ბაკურიას ძმა, ჟურნალისტი მამუკა ბაკურია, ბექა მაზმიშვილი და მანანა გიორგობიანი აღმოჩნდნენ. რა მოხდა რეალურად იმ საღამოს, ქალბატონი მანანა ვრცლად გვესაუბრება. ინტერვიუ "ლა ტრუფეში", სწორედ იმ მაგიდასთან ჩავწერეთ, სადაც მეგობრებს "ნაციონალებთან" ბრძოლა მოუხდათ.

- პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი ვარ. ბადრი პატარკაციშვილის დროს ტელევიზიის კომერციული სამსახურის უფროსი ვიყავი, შემდეგ - ერთ-ერთი კომპანიის კონსულტანტი. 16 წლიდან ვმუშაობ. სახელმწიფო ტელევიზიაში ხმის ოპერატორობით დავიწყე, შემდეგ ვიდეომემონტაჟე ვიყავი, კორესპონდენტი, რედაქტორი, განყოფილება ჩამაბარეს, შემდეგ თავმჯდომარის მოადგილე და ბოლოს ზაზა შენგელიას თანაშემწე გავხდი. შემდეგ კერძო ბიზნესში გადავინაცვლე. დიზაინის სახლ "მატერიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვიყავი. ახალი დაშლილი იყო მაკა ასათიანის სახლი და გოგონების უმეტესობა ჩვენთან დადიოდა. დათუნა სულიკაშვილი მაშინ დამწყები დიზაინერი იყო და მიხარია, რომ დიდი წვლილი მაქვს შეტანილი მის კარიერულ წინსვლაში.

- დღეს რას საქმიანობთ?

- იმ კომპანიის პროექტი, სადაც პიარის კონსულტანტი ვარ, ახლა შეჩერებულია. 42 წლის ვარ და მუშაობის 26 წლის სტაჟი მაქვს. არასოდეს ვყოფილვარ არც ერთ პარტიაში, მხოლოდ სამოქალაქო აქტივობას ვეწეოდი. არჩევნების წინ ღიად ვაფიქსირებდი "ქართული ოცნების" მხარდაჭერას. ჯერ კიდევ 2003 წლიდან არ მინდოდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ერთპარტიულ ძალად ჩამოყალიბებულიყო.

- იცნობთ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს?

- გიგა ბოკერიას ბავშვობიდან ვიცნობ, "ხელოვნების სახლში" ერთად ვისვენებდით. მამაჩემი სპორტული ჟურნალისტი იყო და ოჯახები კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. გიგა ჩემი მეგობრის ახლო მეგობარია და ხშირად ვხვდებოდით. ითვლება, რომ ახლობლები ვართ, თუნდაც ოჯახებიდან გამომდინარე. ახლა არანაირი ურთიერთობა აღარ გვაქვს. 2006 წელს ფილარმონიის აივანზე გიგას ვუთხარი, ძალიან მაღლა აფრინდით და ფრთხილად იყავით, არ დაგავიწყდეთ, რომ დრონი მეფობენ-მეთქი. მაშინ გიგა კარგი, წესიერი ბიჭი იყო. ჩემი სიტყვები მშვიდად მიიღო.

- მის მეუღლეს თუ იცნობთ?

- დიახ, ჩემი მეგობრების მეგობარია. რამდენიმეჯერ სხვადასხვა სუფრაზე შევხვედრივართ. როდესაც ჩემი პირველი მეუღლე დაიჭირეს, შეწუხებული იყვნენ და დაინტერესდნენ ჩვენი მდგომარეობით.

- სანამ იმ საბედისწერო საღამოზე ვისაუბრებდეთ, თქვენს ფიზიკურ შესაძლებლობაზე გკითხავთ, რომელიც სალაპარაკო თემა გახდა...

- ბავშვობიდან სპორტული ვარ, არაჩვეულებრივად ვჯირითობ, კარგად ვცურავ, წყლის და მთის თხილამურებზე ვდგავარ. ბოლო წლებში სპორტის ხალისი არ მაქვს, მაგრამ ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ვარ. სოჭში, დაგომისში, მაშინდელ მილიციასთან ჩემი სტუდენტობის დროს ჩხუბი მოგვსვლია და არა მარტო მე. გოგონები მიჩვეული ვიყავით, რომ ჩვენს ბიჭებს ვშველოდით და ვეფარებოდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მაშინდელი მილიცია გოგონებს ისე არ ურტყამდა, როგორც დღევანდელმა კაცისმაგვარებმა იკადრეს.

- თუმცა ნაცემები მაინც ისინი აღმოჩნდნენ...

- რატომ, ჩემო კარგო, ასე არ არის. სამხარაულის ცენტრში ექსპერტიზა ჩვენც გავიარეთ და დასკვნა იქნება. ბექა მაზმიშვილს ნაკერები ადევს თვალზე, მამუკას ბასრი საგანი აქვს დასმული. "ლა ტრუფეში" რომ შემოვედით, ზედა სართული სავსე იყო, ქვევით დავინახეთ პატარა ცარიელი მაგიდა და პირველად მე და მამუკა შემოვედით, შემდეგ მოვიდნენ ბექა და ხათუნა. პრეზიდენტი სააკაშვილი აქვე იჯდა, ჩემი მაგიდის პირდაპირ, ქერა გოგონასთან ერთად, რომელსაც მხოლოდ ზურგიდან ვხედავდი და როგორც შემდეგ თქვეს, თინა ბოკუჩავა იყო. ბარში სხვა მაგიდასთან ისხდნენ ვანო მერაბიშვილი ცოლთან ერთად, თიკო სადუნიშვილი და სხვები, რამდენიმე მაგიდა იყო გაერთიანებული. მოშორებით ია ფარულავას მოვკარი თვალი. ვერ ვადასტურებ, ვინ სად იჯდა, რადგან ერთადერთი მიშა სააკაშვილის მაგიდა იყო, სადაც არ მიდი-მოდიოდნენ, დანარჩენი სუფრები ერთმანეთთან გადადიოდნენ, ადიოდნენ, ჩადიოდნენ. აქვე იყვნენ გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, მთაწმინდის გამგებელი ნიკოლოზ მელია, მისი თანმხლები პირი, რომელმაც მე ხელი დამარტყა. სამჯერ დამარტყა მუშტი ამ ადამიანმა, მელია ტყუილად ფარავს და თავის თავზე ნუ იღებს სხვის დანაშაულს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"