როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში

როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში

13 მაისს ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილს თალიბები განსხვავებული ტაქტიკით დაესხნენ თავს.

თუკი აქამდე, ძირითადად, ქართული სამხედრო კონტინგენტის ქვეით და საავტომობილო პატრულს ესხმოდნენ თავს, ამჯერად კომბინირებული იერიში უშუალოდ ქართველ სამხედროთა ბაზაზე მიიტანეს. ჯერ ბაზის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რამდენიმე ასეული კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ხუთი თალიბი სროლით შეიჭრა ბაზის ტერიტორიაზე.

თავდასხმის ეს ტაქტიკა თალიბებმა უკვე არაერთხელ გამოიყენეს. ამას ადასტურებს მათ მიერვე ინტერნეტით გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაა გადაღებული.

როგორ არიან დაცული ჩვენი სამხედროები ავღანეთში?

თითოეული სამხედრო მოსამსახურე აღჭურვილია ჯავშანჩაფხუტით და ჯავშანჟილეტით, უკეთიათ სპეციალური დამცველი მუხლებზე და მზისგან დამცავი სათვალე, რომელიც თვალებს იცავს მექანიკური დაზიანებისგანაც.

თუმცა ყველა ეს საშუალება უძლურია, თუკი რამდენიმე ათეულ მეტრში ნახევარი ტონა ტროტილით დატვირთული სატვირთო ავტომობილი აფეთქდება, როგორც ეს 13 მაისს მოხდა.

ის, რომ ქართველმა სამხედროებმა სროლის მიუხედავად, ბაზის შესასვლელამდე თვითმკვლელის სატვირთო ავტომობილის შეჩერება ვერ შეძლეს, გასაკვირი არ არის, რადგან მათ საშტატო შეიარაღებაში არსებული M4 ავტომატური კარაბინისა თუ "ნეგევის" ტიპის ტყვიამფრქვევის 5,56 მმ კალიბრის ტყვიებს არ გააჩნიათ ასეთი შემაჩერებელი ძალა. GRV ტიპის ტყვიამფრქვევებიდან ნასროლ ბევრად მძლავრ 7,62 მმ კალიბრიან ტყვიებს, სავარაუდოდ, შეეძლოთ თვითმკვლელის სატვირთო ავტომობილის ძრავის მწყობრიდან გამოყვანა და მანქანის შეჩერება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"