მიხეილ სააკაშვილი - "მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ დაკავებებს ქვეყნისთვის"

მიხეილ სააკაშვილი - "მთავრობა უნდა დაფიქრდეს, რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ დაკავებებს ქვეყნისთვის"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ვანო მერაბიშვილის საქმიანობას არ სჭირდება წარდგენა და ყველამ კარგად იცის მისი საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

პრეზიდენტმა გაიხსენა უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაკავების ფაქტიც.

სააკაშვილის განცხადებით, ტიმოშენკო ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებით დააკავეს, ვიდრე მერაბიშვილი, თუმცა რა შედეგიც მიიღო უკრაინამ, ყველასთვის ცნობილია.

"გაყინულია უკრაინის ევრიონტეგრაციის პროცესი. ორი წელია არანაირი წინსვლა არ აქვთ ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. შეექმნა ყველა წამყვან ქვეყანასთან პრობლემა, მათ შორის აშშ-სთან",-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, "ამხელა უკრაინა", რომელიც ევროკავშირს, ნატო-ს სჭირდება, პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო აღმოჩნდა სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში.

"საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრად ნაკლებად ვჭირდებით ყველას, ვიდრე უკრაინა, მაგრამ მეტად ვჭირდებით რუსეთს. რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია საქართველოს იზოლაცია"-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა და ხალხი უნდა დაფიქრდეს, რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ დაკავებებს ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, სააკაშვილის განცხადებით, მის შემდეგ ჭიაბერაშვილი მეორე ადამიანია, ვისი დაკავება შეიძლება უნდოდეს პუტინს.

"მან ევროპის საბჭოში ტიტანური მცდელობის შედეგად შეძლო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ახალ ეტაპზე აყვანა, ასევე ტერმინ "ოკუპაციის" დაკანონება. ზურაბ ჭიაბერაშვილი, ყველამ იცის ეს ადამიანი, თბილისის მერი იყო, წამყვანი ელჩი იყო, მნიშვნელოვანი მინისტრი იყო, ძალიან აქტიური პუბლიცისტია",-განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ უსამართლობაა მისი დაკავება.

იხილეთ ვიდეო: მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა